შალვა პაპუაშვილი - ამ დღეებში ჩვენმა საზოგადოებამ გააცილა ჩვენი ქვეყნის პატრიარქი, ადამიანი, რომლის მემკვიდრეობაც ჩვენ ამ დღეებში ხილულად ვნახეთ - ეს არის სიყვარულით გაერთიანებული ერი

პარლამენტში ბიუროს სხდომის დაწყებისას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II- ის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ამ დღეებში საზოგადოებამ გააცილა პატრიარქი, რომლის მემკვიდრეობაც ხილული იყო - სიყვარულით გაერთიანებული ერი.

„ამ დღეებში ჩვენმა საზოგადოებამ გააცილა ჩვენი ქვეყნის პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ადამიანი, რომელიც ნახევარი საუკუნე იყო ჩვენი ერის, ჩვენი საზოგადოების სულიერი მამა. ადამიანი, რომლის მემკვიდრეობაც ჩვენ ამ დღეებში ხილულად ვნახეთ - ეს არის სიყვარულით გაერთიანებული ერი, რომელიც ერთი ადამიანის მიმართ და ერთი ადამიანის გავლით არის ერთმანეთთან დაკავშირებული. პატრიარქმა მოახერხა ის, რომ თითოეული ჩვენი თანამოქალაქის გულში, მიუხედავად რელიგიური კუთვნილებისა, ასაკისა, პოლიტიკური გემოვნებისა, ის იყო დიდი პატივისცემის, დიდი სიყვარულის, დიდი თაყვანისცემის საგანი და ადამიანი, რომელიც აერთიანებდა ყველას. მე მინდა წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მის ხსოვნას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ