გრიგოლ გეგელია - უნგრეთის დიპლომატიური სამსახურის წევრი იყო პირი, რომელიც რუსეთისთვის ჯაშუშობდა და როგორც ვიგებთ, მანამდე საქართველოში მსახურობდა - ყველა სახელმწიფო უნდა იყოს ფხიზლად, რუსეთის დაზვერვა მუშაობს ფართო ქსელის გამოყენებით

ყველა სახელმწიფო უნდა იყოს ფხიზლად იმ რეალობისადმი, რომ რუსეთის დაზვერვა მუშაობს ძალიან ფართო ქსელის გამოყენებით, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, უნგრელი ყოფილი დიპლომატი, რომელიც წლების წინ, საქართველოში მუშაობდა, უკრაინაში რუსეთის სასარგებლო ჯაშუშურ საქმიანობაშია მხილებული.

გრიგოლ გეგელიას თქმით, მისთვის კარგად არის ცნობილი, რომ არაერთი დიპლომატიური სამსახურია ინფილტრირებული რუსეთის დაზვერვის მიერ.

„ძალიან სამწუხაროა, როდესაც ვისმენთ, რომ ნებისმიერი სახელმწიფოს დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენელი, შესაძლოა, მუშაობდეს რუსეთის დაზვერვის სასიკეთოდ, თუმცა ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ არაერთი დიპლომატიური სამსახური არის ინფილტრირებული რუსეთის დაზვერვის მიერ - მათი ესა თუ ის დიპლომატიური ოფიცერი ემსახურება რუსეთის საგარეო-პოლიტიკურ ინტერესებს, ნაცვლად მათი სახელმწიფო ინტერესების დაცვისა. ყველა ასეთი პირი უნდა გამოვლინდეს და ყველა უნდა იყოს დასჯილი სრულიად მკაცრად, კანონის სრული სიმკაცრით. ბუნებრივია ყველა სახელმწიფო უნდა იყოს ფხიზლად იმ რეალობისადმი, რომ რუსეთის დაზვერვა მუშაობს ძალიან ფართო ქსელის გამოყენებით.

სამწუხაროდ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში უნგრეთის დიპლომატიური სამსახურის წევრი იყო პირი, რომელიც რუსეთისთვის ჯაშუშობდა და როგორც ახლა ვიგებთ, მანამდე საქართველოში მსახურობდა, ასევე, უნგრეთის დიპლომატიურ სამსახურში. ასეთ ვითარებაში, „ქართული ოცნება“ ერთადერთ პარტნიორად წარმოაჩენს სწორედ უნგრეთს ევროპული კავშირის მასშტაბით. თუ სწორად მახსოვს, საგარეო საქმეთა ე.წ. მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, წელს უკვე მეასედ, იმყოფება უნგრეთში. სხვაგან ვერსად ვერ დადის, დადის უნგრეთსა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს შორის. ასეთ ვითარებაში, როდესაც ვისმენთ, რომ უნგრელი დიპლომატი იყო გამოყენებული ძალიან ღიად წლების განმავლობაში რუსეთის დაზვერვის მიერ. ასეთ ვითარებაში კიდევ უფრო მეტი კითხვაა იმ უნიკალურობასთან დაკავშირებით, რასაც „ქოცური" რეჟიმი უნგრეთს ანიჭებს“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ