მიხეილ სააკაშვილი - სრულდება ეკლესიის  რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია

სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, პატრიარქის დაკრძალვა გადაიქცა “ცალმხრივ პარტიულ და ივანიშვილის ოჯახურ” ღონისძიებად.

„ასე მოქმედებს ნამდვილი მაფია, შევხედოთ როგორი იყო ქრონოლოგია:

  1. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ივანიშვილმა ჩხარტიშვილი მიუგზავნა პატრიარქს გადადგომის შეთავაზებით.
  2. პატრიარქის უარის შემდეგ, მას აუგორეს "ციანიდის სკანდალი", შემდეგ ის დათანხმდა მოსაყდრის დანიშვნას.
  3. ამის შემდეგ მეუფე პეტრეს თაოსნობით პატრიარქზე განხორციელდა დიდი პროპაგანდისტული შეტევა. პატრიარქი დაიცვა სინოდმა.
  4. სინოდის წინააღმდეგ ააგორეს კრებსების სკანდალი. სუს-მა გამოჟონა დოკუმენტები, რომელშიც ძალიან არასახარბიელოდ ჩანდა სამღვდელოების ბევრი წარმომადგენელი.
  5. მალევე მოხდა პატრიარქის სრული იზოლაცია. მაკონტროლებლების გარეშე, მასთან არცერთი ინფორმაცია არ შედიოდა და არ გამოდიოდა, ვერც ვერავინ შედიოდა.
  6. 2024 წელს სცადეს ეკლესიისთვის სახელმწიფო უწყების სტატუსის მოხვევა, სინოდის წინააღმდეგობის შემდეგ, რეჟიმმა დროებით უკან დაიხია.
  7. პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, ივანიშვილმა მოისურვა, რომ პატრიარქი მისი ნების საწინააღმდეგოდ არა სიონში, არამედ სამებაში დაეკრძალათ. ეს გადაწყვეტილება სიონში მხოლოდ ერთი ხმით ჩავარდა.

და ბოლოს, პატრიარქის დაკრძალვა გადაიქცა, ცალმხრივ პარტიულ და ივანიშვილის ოჯახურ ღონისძიებად.

სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია.

ასე იცის ჯაყომა...”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ