გურამ მაჭარაშვილი - ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ის ჩვეულებრივი „ხულიგანია“

ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ის ჩვეულებრივი „ხულიგანია“ - მას სურდა, ალბათ, თავისი პატრონების დავალებით, რომ პოლიტპატიმრობის მანტია მოერგო, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, „ხოშტარია ციხეში საკუთარი სურვილით წავიდა და პოლიტპატიმრობის მანტიის მორგების საკითხი თავიდანვე განწირული იყო“.

„საბედნიეროდ, ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა უკვე ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს - ვინ არის გმირი, ვინ არის ანტიგმირი, ვის სურს საქართველოსთვის სიკეთე და ვის სურს ბოროტება. მათ, მათ შორის, ხოშტარიას, სურდათ, ვითომ, პოლიტპატიმრობის მანტია [მოერგოთ], როცა საპყრობილეში თავისი ნებით წავიდნენ. როდესაც გირაოს არ იხდი ე.ი. მიზანი გაქვს, მოხვდე საპყრობილეში. სხვა საკითხია, ეს არის უცხოეთიდან, თუ შენი ნებით. ალბათ, უფრო უცხოეთიდან იყო, უთხრეს, საპყრობილეში შედი და იქიდან ჩვენ პოლიტპატიმრობის მანტიას გამოგიგზავნით, რაც, რა თქმა უნდა, ვერ შედგებოდა. ვინ ვინ და ხოშტარია პოლიტიკურად განსხვავებული პოზიციებისთვის რომ არ არის საპყრობილეში, ყველამ კარგად იცის. მარტო ის რად ღირს, რომ თავად აღიარა, რომ საწყობებში ჰქონდა პიროტექნიკა, ბენზინი, ბოთლები, ყველაფერი, რითაც უნდა დაეწვათ პოლიციელები, შტურმი განეხორციელებინათ პარლამენტზე და ა.შ. თვითონ აღიარეს, მტკიცებულებებიც ბევრი აღარ არის მოსაპოვებელი. ასე რომ ის მანტია, ვითომ პოლიტპატიმრობის, რა თქმა უნდა, თავიდანვე იყო განწირული. ვინც დღეს იხდის სასჯელს, იხდის სწორედ სამართლებრივი ქმედებებიდან გამომდინარე“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მიიღო. არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შესაბამისად, ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე