პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კახეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული სისტემატურად ფიზიკურად ძალადობდა მეუღლეზე, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

პროკურატურის განმარტებით, მანვე უკანონოდ მოიპოვა, შეინახა და გაავრცელა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეოჩანაწერი.

„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 126-ე მუხლის პირველი სეკუნდა ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური ფიზიკური ძალადობა), 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფა), 11 პრიმა, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა) და 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე