ირაკლი ქადაგიშვილი - სპეკულაცია დაიწყო, რომ ელენე ხოშტარია არის პოლიტპატიმარი, ოთხი შვილის დედა - უკაცრავად, თავისმა ოთხმა შვილმა დედამისს მოჰკითხოს

სპეკულაცია დაიწყო, რომ ელენე ხოშტარია არის პოლიტპატიმარი, ოთხი შვილის დედა და ა.შ. - უკაცრავად, თავისმა ოთხმა შვილმა დედამისს მოჰკითხოს, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ხოშტარიას „მრავალი სამართალდარღვევა მიზანმიმართულად აქვს ჩადენილი“.

„საქართველოში კლასიკური გამოცდილება გვაქვს იმის, თუ როგორ ხდება, ე.წ. ფსევდო პოლიტიკური პატიმრების შექმნა. ამ ადამიანს პოლიტიკური პარტია აქვს, არჩევნებში გარკვეული ხმები მიიღო, პარლამენტის წევრი გახდა, მას თავისი შედეგი არ მოეწონა, თქვა, რომ არჩევნები „გაყალბდა“. ამის დამამტკიცებელი არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია და სახელმწიფოს წინააღმდეგ გარედან ორკესტრირებული შეტევა დაიწყო. შეტევა გამოიხატება არჩევნების არცნობაში, არჩევნების უგულებელყოფასა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევაში. ეს ყველაფერი კი, სრული მედიაუზრუნველყოფის ფონზე ხდებოდა.

ამ სცენარის დამდგმელებს ორი წაუგებელი თამაში აქვთ, თუ სახელმწიფო უუნარობას გამოიჩენს და ასეთი სახის ანარქიას კანონით პასუხს არ გასცემს, მაშინ ეს სახელმწიფო ჩამოიშლება და ასეთი სახის ძალები ხელისუფლების სათავეში ყოველგვარი არჩევნების გარეშე მოვლენ, თავად კი, ისეთ არჩევნებს ჩაატარებენ, როგორიც უნდათ. ასეთი არჩევნები 2003 წელს ვიხილეთ, როცა უცებ, 17%-იანი პარტია 90%-იანი გახდა. ეს ყველაფერი კარგად გვაქვს გავლილი. ამიტომ, თუ სახელმწიფო ხალხის და დემოკრატიის არჩევანს დაიცავს, მაშინ ასეთ ანარქისტულ ელემენტებს პასუხისგებაში მიცემა მოუწევს. შემდეგ, სპეკულაცია იწყება, რომ ეს არის პოლიტპატიმარი, ოთხი შვილის დედა და ა.შ. ადამიანს მრავალი სამართალდარღვევა მიზანმიმართულად აქვს ჩადენილი და ამბობს, რომ ამას სპეციალურად აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ჰუმანური ექცევა და გამოსავალს სთავაზობს, პატიმრობაში არ იყო, მისი და მისი პატრონების ამოცანაა, რომ ასეთი ადამიანი მძევლად ჰყავდეს, რათა საქართველოს წინააღმდეგ ახალი შეტევის საფუძველი ჰქონდეთ. უკაცრავად, თავისმა ოთხმა შვილმა დედამისს მოჰკითხოს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მიიღო. არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შესაბამისად, ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე