არსებული ინფორმაციით, ოზურგეთის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი მკვლელობა, შესაძლოა, „კომპიუტერული თამაშით მიღებულ დავალებას“ უკავშირდებოდეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის ახალგაზრდამ მეზობელს ცივი იარაღით დაზიანებები ინტერნეტით მიღებული დავალების შედეგად მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ასევე თვითდაზიანებებიც მიიყენა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი კომპიუტერულ თამაშებს თამაშობდა. როგორც სოფელში აცხადებენ, სამართალდამცველების მიერ ამოღებულია კომპიუტერული მოწყობილობა.

დაკავებულის მამა ადასტურებს, რომ მისი შვილი კომპიუტერულ თამაშებს თამაშობდა, თუმცა, რა სახის თამაშები იყო, მისთვის უცნობია.

„არ ვიცი რას აკეთებდა, კომპიუტერთან იჯდა 24 საათი. ღამის 04:00 საათზე წვებოდა და სულ კომპიუტერთან იჯდა. როცა ჩვენი მეზობელი მოკლა, გამოიქცა და ტყეში დაიმალა. პოლიცია და სასწრაფო მოვიდა. ეძებეს და ტყეში ნახეს, ვენები გადაუჭრია. წაღებულია კომპიუტერი და ტელეფონი გამოკვლევაზე. სახლი გაჩხრიკეს, სისხლიანი ტანსაცმელი ეზოში ეგდო. მიმდინარეობს ძიება“, - განუცხადა დაკავებულის მამამ „ტვ პირველს“.

ცნობისთვის, ოზურგეთში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შსს-ის ცნობით, ბრალდებულმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეზობლად მცხოვრებ პირს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„სამართალდამცველების მიერ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ ბრალდებულმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეზობლად მცხოვრებ - 1968 წელს დაბადებულ გ.მ.-ს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანების შედეგად გ.მ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ჩ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე