ბორის ჩელე ყურუა - სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ არა სააპელაციოსკენ, არამედ ხელისუფლებისკენ ვიხედებით, რომ პასუხი გაგვცეს - არ არსებობდა ზიანი, არსებობდა სურვილი, დაესაჯათ ელენე ხოშტარია

ჩვენ არასდროს გვქონია ქვეყანაში ისეთი სასამართლო, რომ ქართველ კაცს მისი იმედი ჰქონოდა - სამწუხაროდ, პრობლემას საზოგადოება მწვავედ ვერ აღიქვამს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, იურისტმა ბორის ჩელე ყურუამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა.

ყურუას შეფასებით, გარკვეულ შემთხვევებში სასამართლო დამოუკიდებლად არ მოქმედებს და პოლიტიკური გავლენის ქვეშ ექცევა.

“გუშინ გამოვიდა გია ვოლსკი და დაადასტურა ის, რასაც ნებისმიერი ადეკვატური ადამიანი ფიქრობს - ელენე ხოშტარია ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეშიო. პრობლემაც ეგ არის, რომ სხვა რაღაცისთვის ზის, პრობლემა ის არის, როცა სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩვენ მაშინვე სააპელაციო სასამართლოსკენ კი არ ვიხედებით, ხელისუფლებისკენ ვიხედებით, რომ მან გაგვცეს პასუხი, მოსამართლეს კი არ ვეკითხებით, ხელისუფლებას ვეკითხებით იმიტომ, რომ ვიცით, სასამართლო დამოუკიდებლად გარკვეულ შემთხვევებში არ მოქმედებს და პოლიტიკური გავლენები არის ძლიერი.

ჩვენ არასდროს გვქონია ქვეყანაში ისეთი სასამართლო, რომ ქართველ კაცს მისი იმედი ჰქონოდა. სამწუხაროდ, ამ პრობლემას საზოგადოება მწვავედ ვერ აღიქვამს, თუმცა ჯაჭვური რეაქცია აქვს ამ ყველაფერს და თუნდაც, ეკონომიკურად მიმზიდველი ქვეყანა ვერასდროს ვერ იქნები, თუ ამ ქვეყანაში არ გაქვს ისეთი სიტუაცია, სადაც “პატარა კაცს” შეუძლია, თავისი სიმართლე დაამტკიცოს”, - განაცხადა ბორის ჩელე ყურუამ.

მისივე განმარტებით, ელენე ხოშტარიას პატიმრობაში ყოფნა არა მარტო მოსამართლის, არამედ საზოგადოების სინდისზეა.

“არ არსებობდა რეალური ზიანი, არსებობდა სურვილი, რომ დაესაჯათ ელენე ხოშტარია. მნიშვნელობა არ აქვს, მოგწონს ელენე თუ არა, ეთანხმები თუ არა, განაჩენი გამოდის ჩვენი - ხალხის სახელით. მოსამართლის სინდისზე კი არ არის მხოლოდ, ჩვენს სინდისზეც არის, რომ ელენე ხოშტარია ზის ციხეში.

ეს უსამართლობის მასშტაბი იმდენად იზრდება, რომ შეუძლებელია, შენ ან შენს ახლობელს ეს არ შეგეხოთ და მერე უკვე როცა ხმის ამოღება მოგინდება, შეიძლება ტელევიზია აღარ იყოს დარჩენილი, რომელიც გაგაშუქებს, შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაცია აღარ იყოს დარჩენილი, რომელიც უფასო ადვოკატს გამოგიგზავნის. შეიძლება აღარავინ აღარ იყოს დარჩენილი, რომელიც გვერდით დაგიდგება იმიტომ, რომ საჭირო დროს შენ არ დაუდექი გვერდით.

იმას არ ვამბობ, რომ მაინც და მაინც ყოველ დღე გამოხვიდე და რუსთაველზე დადგე, უბრალოდ უნდა გამოძებნო შენი უკმაყოფილების გამომჟღავნების შესაძლებლობა და უკმაყოფილო თუ არ ხარ და თავი ადეკვატური გგონია, უფრო მეტად უნდა გაერკვე საკითხში იმიტომ, რომ შეუძლებელია, ამ ყველაფერს დაეთანხმო”, - განაცხადა ყურუამ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე