დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე - პრეზიდენტობანასა და პრემიერ-მინისტრობანას თამაშის შემდეგ, ალბათ, სახლობანაზე გადმოვლენ - საზოგადოების ნდობა მათ არ გააჩნიათ, ამიტომ გააგრძელონ სახლობანას თამაში, ჩვენ ხელს ვერ შევუშლით

პრეზიდენტობანასა და პრემიერ-მინისტრობანას თამაშის შემდეგ, ალბათ, სახლობანაზე გადმოვლენ - საზოგადოების ნდობა მათ არ გააჩნიათ, ამიტომ გააგრძელონ სახლობანას თამაში, მაგაში ჩვენ ხელს ნამდვილად ვერ შევუშლით, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ალიანსი "სადისტური რეჟიმის სახეებით დააკომპლექტეს".

„პრეზიდენტობანასა და პრემიერ-მინისტრობანას თამაშის შემდეგ, სახლობანაზე გადმოვლენ, ალბათ, მერე. თავისთვის რაღაც თამაშებს კიდევ მოიგონებენ, რათა თავისი თავი გაამხნეონ, ან ერთი მუჭა მხარდამჭერები, რომლებიც, არ ვიცი, შემორჩა თუ არა, ასევე გზავნილი გაუგზავნონ იმ დამფინანსებლებს და დავალების მიმცემებს, ვინც ჰყავთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. თვითონაც ხომ ძალიან კარგად იციან, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე ნებისმიერი წარმატება გაიზომება ერთადერთი რამით - საზოგადოების მხარდაჭერით, როგორ ენდობა საზოგადოება ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას. რაღაც ალიანსებს ქმნიან, რაც პრინციპში, არის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელი სახე. რაღაცა რეინკარნაცია მოახდინეს. მათ იმ სადისტური რეჟიმის სახეებით დააკომპლექტეს ის ალიანსი ე.წ. პოლიტიკური ძალა, რითაც ცდილობენ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ოპერირება მოახდინონ. ცხადზე ცხადია, რომ მათი ნებისმიერი ნაბიჯი გაიზომება საზოგადოების მხრიდან ნდობით. ნდობა მათ არ გააჩნიათ, ამიტომ გააგრძელონ სახლობანას თამაში. მაგაში ჩვენ ხელს ნამდვილად ვერ შევუშლით“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს