კახა კალაძე - როცა საუბარია სიტყვის თავისუფლებაზე, ორმაგი სტანდარტი შემოდის - უნდათ, რომ მხოლოდ ისეთი ტელევიზიები არსებობდეს, რაც მათ აწყობთ და რომელიც მხოლოდ იმას გააშუქებს, რაც მათთვისაა მისაღები

როდესაც საუბარია სიტყვის თავისუფლებაზე, ორმაგი სტანდარტი შემოდის - უნდათ, რომ მხოლოდ ისეთი ტელევიზიები არსებობდეს, რაც მათ აწყობთ და რომელიც მხოლოდ იმას გააშუქებს, რაც მათთვის არის მისაღები, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროპარლამენტში წარდგენილ ინიციატივაზე დასმულ კითხვას, რომელიც “იმედის“, “რუსთავი2“-ის და POSTV-ს დასანქცირებას შეეხება.

კალაძემ აქვე აღნიშნა, რომ „ეს დემოკრატიულობასთან ძალიან შორს არის“.

„გრძელდება შეტევები. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მათ არ სიამოვნებთ, როცა საუბარია სიმართლეზე. ვისმენთ მხოლოდ და მხოლოდ შანტაჟს, შეტევას. დიდმა ბრიტანეთმა კონკრეტული ტელევიზიების დასანქცირების თაობაზე ბრძანება გამოსცა, მაგრამ ამის არავითარი საფუძველი და არავითარი არგუმენტირებული საფუძველი არ არსებობდა. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომზადებულ ყოველწლიურ ანგარიშს, შესაძლოა ტელეკომპანიების “იმედის“, „რუსთავი2“-ის და POSTV-ს საკითხი დაემატოს. “ევროსკოპის“ ინფორმაციით, საქართველოს შესახებ ანგარიშში შესაბამისი შესწორებები „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრმა ევროპარლამენტარებმა: კშიშტოფ ბრეიზამ, მიხალ შჩერვბამ და ანდრეი ჰალიცკიმ დააინიცირეს. ერთ-ერთ შესწორებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ტელევიზიები „სისტემატურად ავრცელებენ დეზინფორმაციას და მოქმედებენ როგორც „ქართული ოცნების“ რეჟიმის საკომუნიკაციო ინსტრუმენტები“.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს