ლევან ცუცქირიძე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან შეხვედრაზე - ვთხოვე, იქნებ მოხერხდეს ვიზებთან დაკავშირებით დამატებითი ტვირთის გაუქმება ან შემსუბუქება - ასევე, ვისაუბრე პოლიტპატიმრების საკითხზე

„თავისუფლების მოედნის“ ლიდერის ლევან ცუცქირიძის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელ, პიტერ ანდრეოლსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე მან სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანს საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზებთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმება ან შემსუბუქება სთხოვა.

როგორც ლევან ცუცქირიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მან ასევე პოლიტპატიმრების შესახებ გაამახვილა ყურადღება.

„უპირველეს ყოვლისა, ორ კონკრეტულ საკითხზე ვისაუბრე. პირველი, მოგეხსენებათ, „ქართული ოცნების" უუნარობის და იმ დანაშაულების გამო, რომელიც საკუთარი ქვეყნისა და მოქალაქეების წინაშე ჩაიდინა, ასევე საგარეო პოლიტიკაში არაკომპეტენტურობის გამო, საქართველო იმ ქვეყნების სიაში აღმოჩნდა, რომლის მოქალაქეებსაც უწევთ საკმაოდ მაღალი თანხის დადება ავანსად იმ პირობით, თუ ისინი ვიზებს მიიღებენ. ჩემი პირველი თხოვნა მის მიმართ იყო, რომ იმ წარსული ურთიერთობებიდან გამომდინარე, რომელიც აშშ-სა და საქართველოს შორის, ჩვენს ხალხს შორის არსებობს, იქნებ მოხერხდეს ვიზებთან დაკავშირებული დამატებითი ტვირთის საერთოდ გაუქმება ან შემსუბუქება საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქართული ოჯახისთვის.

მეორე: რა თქმა უნდა, ვისაუბრე პოლიტპატიმრების საკითხზე, ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, რაც არ უნდა მოგვწონდეს ერთმანეთის მოსაზრება, რომ ადამიანები ამის გამო ციხეში დავამწყვდიოთ. ჩვენთვის ეს ძალიან პრინციპული და მორალური საკითხია. ამის იქით ვისაუბრე იმაზე, თუ როგორ შეიძლება საქართველო განვითარდეს თავის კონსტიტუციურ, დემოკრატიულ ჩარჩოებში, თუ როგორ უნდა გახდეს ეს ქვეყანა არა იზოლირებული და ჩამორჩენილი გუბერნია, არამედ განვითარებული, ძლიერი და მდიდარი დემოკრატიული სახელმწიფო",- განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე