ნიკა გვარამია - საჯაროდ რას ამბობს ლევან მახაშვილი და ნებისმიერი სხვა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ისინი მუშაობენ საქართველოში რუსეთის ინტერესებზე, ეს ისედაც ცხადია, საგარეო პოლიტიკური კურსი და განვითარების ტრაექტორია ამას აჩვენებს

ისინი საქართველოში რუსეთის ინტერესებისთვის მუშაობენ, ეს ისედაც ცხადია, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი და განვითარების ტრაექტორია ამას აჩვენებს,- ასე შეაფასა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „რუსეთთან თანამშრომლობის“ საკითხზე პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადება.

როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, „თუ ივანიშვილის რეჟიმი შეიცვლება, ბევრად უკეთესად ვიცხოვრებთ“.

„ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ტექსტები მოსმენილი გვაქვს ევროინტეგრაციაზე, საკუთრივ ევროპაზე და ზოგადად, დასავლეთზე. იციან, რომ წამგებიანია რუსეთთან დაკავშირებით ნებისმიერი პოლიტიკური რამის თქმა. ზახაროვა და რუსები რომ ჰყიდიან ხოლმე თავიანთი გამოსვლებით მათ ფარულ მოლაპარაკებებს და ურთიერთობებს, ესეც ვიცით. საჯაროდ რას ამბობს ლევან მახაშვილი და ნებისმიერი სხვა, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ისინი მუშაობენ საქართველოში რუსეთის ინტერესებზე, ეს ისედაც ცხადია, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი და განვითარების ტრაექტორია ამას აჩვენებს. არ მაინტერესებს ლევან მახაშვილი რას ამბობს. რეალობა არის ისეთი, როგორც არსებობს. ცვლილების გარეშე განვითარებას არავითარი პერსპექტივა არ აქვს, შეიცვლება ივანიშვილი, უსწრაფესად შეიცვლება ყველაფერი, ბევრად უკეთესად ვიცხოვრებთ“,-განაცხადა გვარამიამ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ, როგორც ჩანს, ქართული მხარეც დაინტერესებულია რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობებით.

საკითხს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი გამოეხმაურა.

„თუ რუსეთი დაინტერესებულია იმით, რომ პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და უკან წაიღოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. აღიარება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესში კონსტრუქციულად ვითანამშრომლებთ რუსეთთან, მაგრამ თუ ოკუპაციის გაგრძელებას აპირებს, ურთიერთობაში პროგრესი ვერ იქნება“,- განაცხადა მახაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა