გრიგოლ გეგელია - ნატო-საქართველოს უკვე შეზღუდული ორმხრივი ურთიერთობა დამატებითი შეზღუდვის საგანი ხდება პოლიტიკური ვითარების გამო, რაც ქვეყანაშია - ჩვენ ყველა ეროვნულ მიზანს და ამოცანას დიდი საფრთხე აქვს შექმნილი

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, საქართველოსა და ნატო-ს ისედაც შეზღუდული ურთიერთობები, დამატებითი შეზღუდვის საგანი ხდება.

ასე ეხმაურება გეგელია ნატო-ს ყოველწლიურ ანგარიშს, სადაც ჩანაწერი საქართველოს შესახებაც არის.

გეგელიას თქმით, ყველა ეროვნულ მიზანს და ამოცანას დიდი საფრთხე აქვს შექმნილი.

„ჯერ კიდევ 3 წლის წინ ნატო-ს სამოკავშირეო ოფისიდან ვისმენდით, რომ საქართველო არ ასრულებდა იმ კრიტიკულად მნიშვნელოვან რეფორმებს, რაც აუცილებელია ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით. ახლა ვისმენთ, რომ ის ურთიერთობაც კი, უკვე შეზღუდული ორმხრივი ურთიერთობა, კიდევ დამატებითი შეზღუდვის საგანი ხდება იმ პოლიტიკური ვითარების გამო, რაც ქვეყანაშია შექმნილი 2024 წლის არჩევნების შემდეგ. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს დეესკალაციის მნიშვნელობას, რასაც სჭირდება რეჟიმის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, შემდეგ უკვე ახალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დიალოგის დაწყება.

ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა ეროვნულ მიზანს და ამოცანას დიდი საფრთხე აქვს შექმნილი. არცერთი კონსტიტუციური მიზანი და ამოცანა აღარ ხორციელდება, რადგან რეჟიმი მთლიანად არის გასული თავისი ქმედებებით, ასევე პოლიტიკის შინაარსით კონსტიტუციის ჩარჩოდან. ჩვენი მიზანია, რა თქმა უნდა, ისეთი ტიპის პოლიტიკური პროცესის შექმნა, რაც შესაძლებლობას გახდის პოლიტიკის დაბრუნებას კონსტიტუციურ ჩარჩოში და სიტუაციის დეესკალაციას. ეს სიტუაცია ყველა მხარეს აზარალებს“, - განაცხადა გეგელიამ.

ინფორმაციისთვის, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ალიანსის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ჩანაწერი საქართველოს შესახებაც არის.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ „2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და მისი შემდგომი მოვლენების ფონზე მოკავშირეებმა ნატო-ს საქართველოსთან ჩართულობა განიხილეს“.

„აღნიშნულის შედეგად, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ელემენტების, მათ შორის „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის“ ზოგიერთი ასპექტის პრიორიტეტულობის ხელახალი განსაზღვრა მოხდა“, - ნათქვამია მარკ რუტეს 2025 წლის ანგარიშში.

ასევე, ანგარიშის თანახმად, საქართველოს თავდაცვის ძალებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობამ წინსვლა განიცადა, რაც მაისში ჩატარებულ ნატო-საქართველოს წვრთნებში აისახა.

„თბილისში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამივე პარტნიორთან თანამშრომლობას აგრძელებს“, - წერია რუტეს ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის განმავლობაში „ნატო-ს მრჩევლების დიდი გუნდი ქართველ კოლეგებთან მუშაობას აგრძელებდნენ, თავდაცვის შესაძლებლობებისა და ალიანსთან თავსებადობის გაზრდის მიზნით“.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია