ირაკლი მელაშვილი - ეკლესიის გაყოფა იქნება კატასტროფა, ამის რისკები რეალურია - თუ რუსებმა მოინდომეს, ზუსტად რუსებს ვინც ეწინააღმდეგება, ის შეიძლება გამოიყენონ ეკლესიის წინააღმდეგ

ეკლესიის გაყოფა იქნება დიდი კატასტროფა, ამის რისკები რეალურია, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ირაკლი მელაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა „თავისუფალი სტუდიაში“ განაცხადა.

ირაკლი მელაშვილის თქმით, რუსებმა თუ მოინდომეს, ზუსტად რუსებს ვინც ეწინააღმდეგება, ის ადამიანები შეიძლება, გამოიყენონ ეკლესიის წინააღმდეგ.

მელაშვილმა გაიხსენა 90-იანი წლების პროცესები და განაცხადა, რომ მაშინაც სერიოზულად მუშაობდნენ ეკლესიაში განხეთქილებაზე.

„მთავარი გამოწვევა არის ეკლესიის ერთიანობის შენარჩუნება. ძალიან სერიოზულად მუშაობდნენ „სქიზმაზე“. 1998 წელი მახსოვს, როცა რომის პაპი ჩამოდიოდა, რა ქნეს. როგორ აიძულეს მსოფლიო საეკლესიო საბჭოდან გამოსვლა პატრიარქს, სულ იყო იმის შიში და ტერორი, რომ ეკლესიის გაყოფა მოხდებოდა. ეკლესიის გაყოფა იქნება დიდი კატასტროფა, ეს იქნება შემზადება იმისათვის, რომ აფხაზეთის აღიარება მოხდეს, ამის რისკები რეალურია, ეს რისკები იყო ყოველთვის.

ჩვენ ვუყურებთ მარტივად: შენ ხარ პრორუსული, შენ ხარ პროდასავლური, ასე მარტივად არაა. პატრიარქს სულ უწევდა ბალანსირება, რომ ეს ერთიანობა შეენარჩუნებინა. ვერც ახალი პატრიარქი ვერ იქნება ან მიტინგზე მდგომი ხალხის აზრის გამომხატველი, ან ხელისუფლებაში მყოფი ხალხის. დავანებოთ თავი იმას, რომ ეკლესია უნდა იყოს პოლიტიკური პროცესის ნაწილი, ან აქეთა მხრიდან ან იქითა - დავანებოთ თავი იმას, რომ ეკლესია უნდა იყოს პოლიტიკური პროცესის ნაწილი, შევეშვათ, დავანგრევთ ამ ეკლესიას ასე.

საქართველოს ეკლესია არის ერთადერთი იურიდიულად არსებული სუბიექტი, რომლის უფლებამოსილებაც, საქართველოს მთელს ტერიტორიაზეა ნაცნობი. რუსული ეკლესია, რომელიც პუტინის ჩექმის მწმენდავია, ფორმალურად თუ არაფორმალურად, აფხაზეთში საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას აღიარებს. სქიზმა და განხეთქილება თუ მოხდა, მაშინ იქაც მოხდება, იქაც დაიწყება ეს პროცესი, ძალიან სახიფათო თამაშებია და ამ საკითხთან სამიტინგო მიდგომა არ გამოდის, ფრთხილად უნდა ვიყოთ. ძალიან ხშირად კეთილი სურვილები ჯოჯოხეთის გზაა. რუსებმა თუ მოინდომეს, ზუსტად რუსებს ვინც ეწინააღმდეგება, ის შეიძლება გამოიყენონ (ხელისუფლებამაც სხვათა შორის) ეკლესიის წინააღმდეგ“, - განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.

ირაკლი მელაშვილის თქმით, რუსეთის ინტერესია, რომ საქართველოს ეკლესია დასუსტდეს.

„სხვათა შორის მედასავლეთეების ნაწილი იმის მომხრეა, რომ ეკლესია რაც შეიძლება დასუსტდეს. ჩემი აზრით, ეს არის დიდი შეცდომა, თუ საქართველოს ეკლესიამ დაკარგა საქართველოში ავტორიტეტი, დასუსტდა, როგორ ფიქრობთ, ვინ შეავსებს ამ ადგილს? ადგილი ცარიელი არ დარჩება და ერთადერთი, ვინც რეალურად შეიძლება შეავსოს ეს ადგილი, ეს იქნება რუსული ეკლესია. რა თქმა უნდა, საქართველოს ეკლესიის დასუსტებაში იქნება რუსეთის ინტერესი. ვინმეს ჰგონია, რომ რუსებს ძალიან უხაროდათ ჩვენი ავტოკეფალია? რუსეთმა არ ცნო ჩვენი ავტოკეფალია, როდესაც გამოეყო საქართველოს ეკლესია და სტალინმა ძალით აცნობია“, - განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე