შალვა პაპუაშვილი - პიტერ ანდრეოლის ვიზიტი ორმხრივი ურთიერთობების ნამდვილ საკითხებს ეხებოდა და არა გამოგონილს - ეს გვაძლევს ოპტიმიზმის საშუალებას, რომ ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობა ორი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იქნება

ვიზიტი ორმხრივი ურთიერთობების ნამდვილ საკითხებს ეხებოდა და არა გამოგონილ საკითხებს - ეს გვაძლევს იმ ოპტიმიზმის საშუალებას, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობა ორი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იქნება და არა რაღაც გამოგონილ ყალბ, ცრუ, რაღაც იდეალებზე, რომლებიც სინამდვილეში არ არსებობს,- ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტს საქართველოში.

პაპუაშვილის შეფასებით, აშშ-ის წინა ადმინისტრაციასთან „რეალური თანამშრომლობის საკითხები გვერდზე იყო გაწეული და გამოგონილი იდეოლოგიების მიმართ ერთგულება იყო აღებული, როგორც ტესტი თანამშრომლობისა“.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმითვე, ხელისუფლება აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების გზაზე „უფრო მაღალ ტემპს ისურვებდა“.

„ზოგადად, მივესალმები, რომ ამ ვიზიტს შინაარსობრივი დატვირთვა ჰქონდა. ორმხრივი ურთიერთობების ნამდვილ საკითხებს ეხებოდა და არა გამოგონილ საკითხებს, როგორც ჩვენ წინა ადმინისტრაციის წინ გვქონდა. თითქოს, გენდერული იდენტობის საკითხებია მთავარი, რაც ქართველ და ამერიკელ ხალხს ერთმანეთთან აკავშირებს და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა დგას იმაზე, აღიარებს თუ არა საქართველო კაცს ქალად და ქალს კაცად. ამ დონეზე ჰქონდა დაყენებული საკითხი წინა ადმინისტრაციას. სამწუხაროდ, ბრიუსელსაც ამ დონეზე აქვს დაყენებული. რეალური თანამშრომლობის საკითხები გვერდზე იყო გაწეული და გამოგონილი იდეოლოგიების მიმართ ერთგულება იყო აღებული, როგორც ტესტი თანამშრომლობისა.

ამიტომ, მივესალმები, რომ სწორედ ასე, საქმიანად, შინაარსობრივად უყურებენ. ნახეთ, რომ ეკონომიკურ საკითხებს ეხებოდა ეს ვიზიტი და ეს გვაძლევს იმ ოპტიმიზმის საშუალებას, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობა ორი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იქნება და არა რაღაც გამოგონილ ყალბ, ცრუ, რაღაც იდეალებზე, რომლებიც სინამდვილეში არ არსებობს. იგონებენ იმისთვის, რომ პატარა ქვეყნებს თავს მოახვიონ და დაიმორჩილონ.

ასე რომ, იმედით ვუყურებთ, მათ შორის, ამ ვიზიტის შედეგს. მეორე მხრივ, ჩვენ უფრო მაღალ ტემპს ვისურვებდით სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების გზაზე. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამისკენ მოწადინებულები ვართ. დანარჩენი ამ მხრივ ყველაფერი, აშშ-ის ადმინისტრაციის ხელშია“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა