ფსიქიატრი „ტიკტოკერ“ თეკლა გერსამიაზე - დარტყმის შემდეგ ქმარი რამდენიმე სართულზე ჩაჰყავს, სასწრაფოში მირბის, შემდეგ სახლიდან შვილი გამოჰყავს და სასწრაფოს მიჰყვება - აბსოლუტურად ადეკვატურია, ეს ქმედებები შორს არის აფექტისგან

სისხლიანი დანის გარეცხვა გამორიცხავს თუ არა აფექტურ მდგომარეობას? - ამ კითხვით მიმართა ქმრის - ლუკა დარასელიას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული „ტიკტოკერის“, 25 წლის თეკლა გერსამიას საქმის პროკურორმა გიორგი ქობულაძემ ფსიქოლოგიურ ექსპერტს, მარინა მათიაშვილს.

ექსპერტმა კითხვას უარყოფითი პასუხი გასცა.

„ეს გამორიცხავს აფექტის მდგომარეობაში ჩადენილ ქმედებას“, - განაცხადა მათიაშვილმა.

სწორედ მან ჩაუტარა თეკლა გერსამიას ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობის დადგენასთან დაკავშირებით.

მათიაშვილი თეკლა გერსამიას სტაციონარში 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა, თუმცა, მისი ჩვენებით, ვინაიდან გერსამია დანაშაულს უარყოფდა, მისი მონაყოლით აფექტზე ვერ იმსჯელებდა, რის გამოც, ექსპერტმა აღნიშნულზე გამოძიების მიერ გადაცემული მასალებიდან იმსჯელა.

როგორც ექსპერტმა განაცხადა, მას საგამოძიებო ორგანომ ორი კითხვით მიმართა, იყო თუ არა თეკლა გერსამია ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში ან სხვა პათოლოგიურ აფექტურ მდგომარეობაში, რაც ქმედების ჩადენის დროს მის ცნობიერებაზე გავლენას მოახდენდა.

„საექსპერტო კვლევის შედეგით, თეკლა გერსამიას ქმედება ფიზიოლოგიურ აფექტურ მდგომარეობაში ჩადენილად არ შეფასდა, არც სხვა პათოლოგიურ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა, რაც ქმედების გაცნობიერებას შეუშლიდა ხელს... საქმის მასალებით, ის [გერსამია] აყენებს დარტყმას, როგორც მახსოვს, რამდენიმე სართულზე ჩაჰყავს ის, მერე სასწრაფოში მირბის, მერე ფიქრობს, რომ შვილი ჰყავს დატოვებული სახლში, ჩამოჰყავს შვილი და მიჰყვება სასწრაფოს. რამდენი ტიპის სხვადასხვა ქმედებას ვხედავთ... აბსოლუტურად ადეკვატურია, მიდის სასწრაფოში, დახმარებას ითხოვოს, ბავშვი ჩამოჰყავს და სასწრაფოს მიჰყვება, ეს აბსოლუტურად შორს არის ფიზიოლოგიური აფექტისგან“, - განაცხადა ექსპერტმა.

მარინა მათიაშვილი სასამართლოში ამ წუთებში დაცვის მხარის კითხვებს პასუხობს.

თეკლა გერსამიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ყოველდღიურ რეჟიმში განიხილავს.

თეკლა გერსამია ბრალს არ აღიარებს.

ცნობისთვის, მკვლელობა თბილისში, 22 აგვისტოს მოხდა.

თეკლას გერსამიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე