შალვა პაპუაშვილი - ჩვენი ინტერესები უნდა დავიცვათ რუსეთთანაც და ევროპასთანაც, არავის უნდა მივენდოთ ბრმად, ვინც მიენდო ევროპელებს, ომშია გახვეული - ვსაუბრობთ არა იმაზე, რომ პრო-რაღაც ვიყოთ, არამედ იმაზე, ჩვენი ინტერესები როგორ გავატაროთ

არანაირი არჩევანი გასაკეთებელი არ გვაქვს. ჩვენი არჩევანი არის ჩვენი ქვეყნის მშენებლობა ხალხის ინტერესების დაცვით. თანამედროვე სამყაროში ამ ინტერესების დაცვა გვიწევს მტერთანაც და მოყვარესთანაც - ჩვენი ინტერესები უნდა დავიცვათ რუსეთთანაც და ევროპასთანაც. ყველასთან გვაქვს დასაცავი და არავის არ უნდა მივენდოთ ბრმად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვინც ევროპელებს ბრმად მიენდო, ახლა ომის ცეცხლშია გახვეული.

„ჩვენი ერთადერთი გზა არის ქართული გზა და ეს ტერმინოლოგიური ჟონგლიორობა - პროევროპული, ანტიევროპული, პრორუსული, პროჩინური, ანტიირანული - ეს ყველაფერი მოფიქრებულია იმისთვის, რომ აგვაცდინონ მთავარ გზას, რაც არის ქართული გზა. ცდილობენ, ასე წარმოაჩინონ თითქოს საზოგადოებამ არჩევანი უნდა გააკეთოს სხვებს შორის, რუსეთს, ევროპას, ჩინეთს, ირანს შორის. არანაირი არჩევანი ჩვენ გასაკეთებელი არ გვაქვს. ჩვენი არჩევანი არის ჩვენი ქვეყნის მშენებლობა ხალხის ინტერესების დაცვით. თანამედროვე სამყაროში ამ ინტერესების დაცვა რომ გიწევს მტერთანაც და მოყვარესთანაც, მე მგონი, ძალიან კარგად ვხედავთ. ჩვენი ინტერესები უნდა დავიცვათ რუსეთთანაც და ევროპასთანაც. ყველასთან გვაქვს დასაცავი და არავის არ უნდა მივენდოთ ბრმად. ბრმად ვინც მიენდო ევროპელებს, ვხედავთ, რომ დღეს ომშია გახვეული. თავის მოწოდების სიმაღლეზე რომ ყოფილიყვნენ ევროპელი ლიდერები, უკრაინაში ომი არ იქნებოდა. აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია სწორედ ამას ამბობს, რომ ეს ომი არ იქნებოდა, მოქმედი ადმინისტრაცია რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში. შესაბამისად, ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა. მეორე, ამ ომის დამთავრება შეიძლებოდა 2022 წლის მარტ-აპრილშივე, როდესაც სამშვიდობო შეთანხმება, უფრო უკეთესი ვიდრე ახლა არის საუბარი, მზად იყო, პროექტი დადასტურებული იყო მოლაპარაკების ხელმძღვანელების მხრიდან და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჩავიდა კიევში და ჩაშალა ეს შეთანხმება. მაშინ პასუხისმგებლობით რომ მოქცეულიყვნენ ბრიტანეთის ხელისუფლება თუ სხვა ევროპელი ლიდერები, ეს ომი 4 წლის წინ იქნებოდა დასრულებული და ასობით ათასი სამხედრო თუ მშვიდობიანი დღეს ცოცხალი იქნებოდა და თავის ოჯახთან იქნებოდა. ამიტომ ჩვენ არ ვენდობით. ქართველი ხალხის სუვერენიტეტის ხელყოფის გამო დაკარგა ნდობა ევროპელების მიმართ და ამ ნდობას სჭირდება აღდგენა მათი მხრიდან. ჩვენ არაფერი არ გაგვიკეთებია, რომ ეს ნდობა დაკარგულიყო. ჩვენ ვსაუბრობთ არა იმაზე, რომ პრო-რაღაც ვიყოთ, არამედ ჩვენი ინტერესები როგორ გავატაროთ.“- განაცხადა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე