შალვა პაპუაშვილი - გუშინ მოვისმინეთ ბატონი ვაშაძისგან სამი „პ“ რომ არიან: პატიოსანი, პროფესიონალი, პატრიოტიო - პ-თი დაწყებულ სიტყვებს ნუ გაეთამაშებიან, შეიძლება სხვა სიტყვებიც მოჰყვეს ამ რიგში

მგონი ამ ხალხმა ჭკუა ვერ ისწავლა, სისხლიანი 9-წლიანი რეჟიმის შემოქმედები გამოდიან და ცხვირაწეულები საუბრობენ, რომ ხელისუფლებაში დაბრუნება სურთ, ჰგონიათ, რომ ქართველი ხალხი ხელისუფლებასთან ახლოს გააკარებს სადმე?,-ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ხელისუფლების შეცვლის თაობაზე ოპოზიციის ლიდერების განცხადებები.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ რეინკარნაცია, რომელსაც ქართველი ხალხის მხარდაჭერა ვერ ექნება.

„ჩვეულებრივად, თავისი ხელით ჩამოკიდეს წითელი ნაჭერი ქართველი ხალხის თვალწინ იმისთვის, რომ მივხვდეთ, სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე. „ნაციონალური მოძრაობის“ რეინკარნაციას ვაკვირდებით. „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ფრაგმენტებად იყო დაშლილი, კვლავ დაუბრუნდა თავის საწყისებს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. ვუყურებთ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ „ცხრიანის“ სახით, რომელმაც თავისი უწინდელი სახე დაიბრუნა „ნაციონალური მოძრაობის“ გამორჩეული ლიდერების სახით, ყველას უკლებლივ თავისი წვლილი აქვს შეტანილი ანტიდემოკრატიული, ადამიანის მოძულე, ძალადობრივი რეჟიმის შექმნაში. ასეთი გროტესკული წარმონაქმნი გვაქვს ჩვენ. ვხედავთ, საიდანაც აქვთ მხარდაჭერა ქვეყნის გარედან.

საერთო ჯამში, ეს კარგია იმ მხრივ, რომ ქართველი ხალხი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

მან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებაც შეაფასა.

„გუშინ მოვისმინეთ ბატონი ვაშაძისგან სამი „პ” რომ არიან. აღარ მახსოვს, რომელი იყო პატიოსანი, პროფესიონალი, პატრიოტიო. არ ვიცი, პ-თი დაწყებულ სიტყვებს ნუ გაეთამაშებიან, შეიძლება სხვა სიტყვებიც მოჰყვეს ამ რიგში“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 300-გვერდიანი ანგარიშით წარმოაჩინა, თუ რასთან გვქონდა ამ პარტიებთან დაკავშირებით საქმე, მაგრამ „ევროპის სახალხო პარტია“ მათ თავიანთი რიგებიდან მაინც არ რიცხავს.

„ევროპის სახალხო პარტია“ ამით აცხადებს , რომ ის არის მოძალადეების მხარდამჭერი და „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრები დღეს ხელისუფლებაში არიან გერმანიაში, პოლონეთში და სხვა ქვეყნებში, ამ დონეზე პოლიტიკას როცა ვაკვირდებით, ამ რაკურსში უნდა დავინახოთ ეს ყველაფერი. როცა მოძალადეების პარტია შენი თანამებრძოლი არის, როცა წამების სისტემის შემქმნელი შენი თანამებრძოლი არის, გასაგებია, რომ შენი ღირებულებით „პლინტუსს" ქვემოთ ხარ“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე