შალვა პაპუაშვილი - დღეს რასაც აკეთებს ევროკავშირი საქართველოში, ეს არის ევროპის ცივილიზაციური ტრაგედია, ვინაიდან ევროკავშირის ხელმძღვანელობა ხელიდან მიდის - ვისაც მივმართეთ, რომ სუვერენიტეტი ყოფილიყო დაცული, იმათ დაიწყეს ჩვენს სულში ფათური

დღეს რასაც აკეთებს ევროკავშირი საქართველოში, ეს არის ტრაგედია, ცივილიზაციური ტრაგედია ევროპის, ვინაიდან, ევროპის წიაღში გვყავს ორგანიზაცია ევროკავშირის სახით, რომლის ხელმძღვანელობა გასულია ყოველგვარი ევროპული ღირებულებებიდან. ხელიდან მიდის, როგორც იტყვიან ხოლმე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განაცხადა.

მანამდე კი, ჟურნალისტის კითხვაზე, რაზე მიანიშნებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალიას განცხადება, რომ „უნდა დაამხონ ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი“ პაპუაშვილი პასუხობს, რომ „ეს მიანიშნებს იმ სურვილებზე, რომელიც აქვთ და მხარდაჭერილია გარედან“. პაპუაშვილის თქმით, მან ისაუბრა, რომ 4 ოქტომბრის დამხობის შეკრება ევროკავშირის მხრიდან იყო მხარდაჭერილი.

„ვერ დაგვამხეს და ამის შემდეგ გაიტრუნნენ. დაგმობის ერთი სიტყვა არ მოგვისმენია ევროპელებისგან 4 ოქტომბრის გადატრიალების მცდელობის ფაქტზე. შემდეგ, სწორედ ეს სიჩუმეა ძალადობის წამქეზებელი. ეს არაერთხელ მითქვამს, წერილიც კი მაქვს მიწერილი ევროკავშირის ელჩისთვის, როდესაც პარლამენტის წევრებზე იყო თავდასხმა მის მიერ და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი, დაფინანსებული ადამიანების მხრიდან, მივწერე, რომ თუ არ იქნება საჯარო, ღია დაგმობა ამ თავდასხმებისა, ეს გაგებული იქნება, როგორც წაქეზება შემდგომი ძალადობისა. 2 თვეც არ იყო გასული, როდესაც მარიამ ლაშხს თავს დაესხნენ ასევე ევროკავშირისგან მხარდაჭერილი ადამიანები მცირეწლოვან შვილთან ერთად. კიდევ ერთხელ მივწერე წერილი, „აი, ხომ ხედავთ, რომ არ გმობთ, შემდეგ ძალადობას იწვევთ“. იცით, ამის შემდეგ, რა გააკეთა ევროკავშირის ელჩმა? არაფერი!

იმიტომ არ აკეთებენ არაფერს, რომ სინამდვილეში სურვილია, რომ ექსტრემიზმით და რადიკალიზმით საზოგადოებაში მუდმივი შფოთი ჰქონდეთ შემოტანილი. ხელისუფლების დამხობა, კონსტიტუციის არაღიარება - ამის ნორმალიზება მოახდინონ. დღეს, რასაც აკეთებს ევროკავშირი საქართველოში, ეს არის ტრაგედია, ცივილიზაციური ტრაგედია ევროპის, ვინაიდან, ევროპის წიაღში გვყავს ორგანიზაცია ევროკავშირის სახით, რომლის ხელმძღვანელობა გასულია ყოველგვარი ევროპული ღირებულებებიდან და ხელიდან მიდის, როგორც იტყვიან ხოლმე. რაიმე დემოკრატიული ღირებულება, თუ შეიძლება არსებობდეს, ამ ყველაფრიდან გასულები არიან. ჩვენ გვიწევდა ჯერ, ჩვენი სუვერენიტეტის გატანა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, შემდეგ სუვერენიტეტის დაცვა წლების განმავლობაში რუსეთთან მიმართებით. ამ სუვერენიტეტის დასაცავად მივმართეთ ევროკავშირს და წლებია გვაქვს ეს თანამშრომლობა იმისთვის, რომ ვფიქრობთ, იქ იქნებოდა ჩვენი სუვერენიტეტის დაცვა და ამის საპასუხოდ, რას ვიღებთ? იმას,რომ ვისაც მივმართეთ, ჩვენი სუვერენიტეტი ყოფილიყო დაცული და პატივცემული, ზუსტად იმათ დაიწყეს ჩვენს სულში ფათური და ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფა. დღეს ბრიუსელი არის და ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს ხელისუფლება, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს. ამ დონეზე ვართ. დღეს, ესტონეთი ჩვენს სუვერენიტეტს არ აღიარებს. მათი მხრიდან გვაქვს რეზოლუციები, რომ არ აღიარებენ არც ხალხის ნებას, არც სასამართლოს და ჰგონიათ, რომ ვართ მე-17 ხარისხოვანი ბანანის რესპუბლიკა“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე