გიორგი ჭანტურია - ბიძინა ივანიშვილი ამდენი ხნის განმავლობაში რას აკეთებს? - ფულით ცდილობს საზოგადოებრივი ნდობის მოპოვებას

ბიძინა ივანიშვილი ამდენი ხნის განმავლობაში რას აკეთებს თქვენი აზრით? ფულით ცდილობს საზოგადოებრივი ნდობის მოპოვებას,-ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი ჭანტურიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი რეპუტაცია მხოლოდ და მხოლოდ ფულით შექმნა და ის მხოლოდ საკუთარ მილიარდებზე ფიქრობს.

ბიძინა ივანიშვილს რომ ფული არ ჰქონდეს, ვინმე მას ენდობოდა თქვენი აზრით, თუნდაც „ქართული ოცნების“ რიგებში? თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ბიძინა ივანიშვილი რომ გაკოტრდეს ხვალ, "ქართული ოცნების" რომელიმე დეპუტატი ზედ შეხედავს? ან მეგობრად გამოადგება? თუნდაც კახი კალაძე ან ირაკლი კობახიძე გაჰყვებიან თქვენი აზრით? რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი რეპუტაცია მხოლოდ და მხოლოდ ფულზე დააშენა. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა „ფორბსის“ სტატისტიკა და აღმოვაჩინეთ, რომ საქართველოში 10 მილიარდერი გვყავს თურმე. 10 მილიარდერიდან ბიძინა ივანიშვილი არის მე-2 ადგილზე 7.5 მილიარდით. ადამიანი, რომელიც 3 წლის განმავლობაში იმაზე ტირის, რომ "კრედიტ სუისმა" მილიარდები "წაართვა" და ამას გადაგვაყოლა ქვეყანა. უკაცრავად, მილიარდები თუ წაართვა და ამ ადამიანს 7.5 მილიარდი აქვს ისევ, ეს ფული საიდან მოიტანა? ეს კითხვა არ უჩნდება არავის, ეს კითხვა არ გიჩნდებათ? კობახიძე რომ გამოდის და ამბობს, ეკონომიკა იზრდებაო, ვინმეს თქვენგანს ეს გაზრდილი ეკონომიკა დაეტყო? ბიძინა ივანიშვილს რომ დაეტყო ეს გაზრდილი მილიარდები, საიდან ეტყობა ბიძინა ივანიშვილს? იმ 10 მილიარდერიდან ბიძინა ივანიშვილი არის ერთადერთი, რომელიც გადასახადებს არ იხდის. ადამიანი, რომელიც გადასახადებს არ იხდის,ეს ნიშნავს, რომ მისი გადასახადები ჩვენი ჯიბიდან ფინანსდება. ამიტომ, ფულზე თუ ვლაპარაკობთ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ძალიან დიდხანს შემიძლია ვილაპარაკო“,-განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე