გიორგი ვაშაძე შალვა პაპუაშვილს - უზრდელობაში ნამდვილად არ შეგეჯიბრები, მაგრამ ხომ იცი: „მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო“

უზრდელობაში ნამდვილად არ შეგეჯიბრები, მაგრამ ხომ იცი: „მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო, - ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს.

შალვა პაპუაშვილმა დღეს პარლამენტში ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებაც შეაფასა, რომელმაც გუშინ ერთ-ერთი ტელეარხის ეთერში განაცხადა, რომ ქვეყნის მართვის გადაბარება შეუძლიათ.

„გუშინ მოვისმინეთ ბატონი ვაშაძისგან სამი “პ” რომ არიან. აღარ მახსოვს, რომელი იყო პატიოსანიო, პროფესიონალი, პატრიოტიო. არ ვიცი, პ-თი დაწყებულ სიტყვებს ნუ გაეთამაშებიან, შეიძლება სხვა სიტყვებიც მოჰყვეს ამ რიგში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა