„ლელო“ ბენზინსა და დიზელზე ფასის ზრდის შესაჩერებლად, დროებით, საწვავის საფასურზე ზედა ზღვარის დაწესებას ან აქციზის ფასის განახევრებას ითხოვს

ბენზინსა და დიზელზე ფასის ზრდის შესაჩერებლად ან შესანელებლად აუცილებელია მოვითხოვოთ, დროებით, საწვავის ფასის ზედა ზღვრის დაწესება ან აქციზის ფასის განახევრება, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რითაც საწვავის 60 თეთრამდე გაზრდის ტვირთსა და აღნიშნულის გამო პროდუქტებსა და სხვა კუთხით ფასების ზრდის საფრთხეზე ისაუბრა.

დათუნაშვილის თქმით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებით გამოწვეულ სირთულეებს „ქართული ოცნება“ კონკრეტული გადაწყვეტილებებით უნდა შეხვდეს, როგორც ეს რამდენიმე სხვა ქვეყანამ გააკეთა.

„საერთაშორისო ბაზარზე კრიზისს ბევრი ქვეყანა პასუხობს ან აქციზის შემცირებით, ან საწვავზე ფასის ზედა ზღვრის დაწესებით. მაგალითად, 8 მარტს სამხრეთ კორეამ მიიღო გადაწყვეტილება ფასის ზედა ზღვრის დაწესების შესახებ. ასეთივე დროებითი ზომები მიიღეს უნგრეთის და ხორვატიის მთავრობებმა ევროკავშირში. ამ გადაწყვეტილებით დიზელის და ბენზინის ფასი იქნება ფიქსირებულ ნიშნულზე შენარჩუნებული მიუხედავად იმისა, თუ როგორ იცვლება ნავთობის ღირებულება საერთაშორისო ბაზარზე.

“ქართულმა ოცნებამ” როგორც ყველაფერში, აქაც ზომების მიღება დააგვიანა, მაგრამ აუცილებელია ამ ზომების მიღება. ბენზინსა და დიზელზე ფასების ზრდის შესაჩერებლად ან შესანელებლად აუცილებელია, რომ მოვითხოვოთ დროებით საწვავის ფასის ზედა ზღვრის დაწესება ან აქციზის ფასის განახევრება აგრეთვე დროებით. ეს გადაწყვეტილება საქართველოს ბიუჯეტისათვის ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 560 მილიონი ლარის შემცირებას გამოიწვევს, რისი დაბალანსებაც ცალსახად შეიძლება განსაკუთრებულად იმ პირობებში, როდესაც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრად წოდებული კაცი ამბობს, რომ ამ ქვეყნის ეკონომიკას აქვს ძალიან დიდი პლუსი, შესაბამისად, 50-60 მილიონი ლარის თვეში დაბალანსება სავსებით შესაძლებელია იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არ მიიღონ საკუთარ თავებზე ის წნეხი, რასაც გლობალურ ბაზარზე ნავთობზე ფასის ზრდა გამოიწვევს.

აქვე, შეუძლიათ, რომ შეამცირონ კორუფციული მიდგომები, შეამცირონ სუს-ის ბიუჯეტი, რომელიც პოლიტიკური პოლიციის გარდა სხვა ფუნქციას არ ასრულებს, შეამცირონ ის ბიუროკრატია, რომელიც ჭარბად ემსახურება ამ ხალხს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით”, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე