„სტრატეგია აღმაშენებელი“ - პატრიარქის არჩევა მხოლოდ წმინდა სინოდის პრეროგატივაა, ამ პროცესში პოლიტიკური სუბიექტების ჩარევა დაუშვებელია

პატრიარქის არჩევა მხოლოდ წმინდა სინოდის პრეროგატივაა, ამ პროცესში პოლიტიკური სუბიექტების ჩარევა დაუშვებელია, - ამის შესახებ განცხადებას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს საეკლესიო გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის მცდელობა.

„ახალი პატრიარქის არჩევის პროცესთან დაკავშირებით, ჩვენი მკაფიო პოზიციაა: პოლიტიკური სუბიექტების ჩარევა ამ პროცესში დაუშვებელია. პატრიარქის არჩევა მხოლოდ წმინდა სინოდის პრეროგატივაა.

ჩვენ წინასწარ ვადასტურებთ პატივისცემას მათ მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიმართ.

ვხედავთ „ქართული ოცნების" მხრიდან აშკარა ჩარევას საჯარო კომუნიკაციისა და საინფორმაციო კამპანიების მეშვეობით. მოვუწოდებთ რეჟიმს, შეწყვიტოს საეკლესიო გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის მცდელობა და ინსტიტუტის ინსტრუმენტალიზაცია.

საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალიის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება აქვს. ის სრულად უნდა იყოს დაცული პოლიტიკური წნეხისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა