ბერდია სიჭინავა - მოსამართლემ 20 ივნისის საქმეს არ დაურთო „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნა, მაგრამ თეა წულუკიანის კომისიის დასკვნა დაურთო

მოსამართლემ 20 ივნისის საქმეს არ დაურთო „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნა, მაგრამ თეა წულუკიანის კომისიის დასკვნა დაურთო, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” აღმასრულებელმა მდივანმა, პარტიის ლიდერის გიორგი გახარიას ადვოკატმა ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 20 ივნისის საქმეზე, გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მორიგი სხდომა გაიმართა.

მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გახარიას ადვოკატმა, ბერდია სიჭინავამ საქმეზე ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის დართვა მოითხოვა, „რომელშიც დაკონკრეტებულია, რომ გიორგი გახარიას წინააღმდეგ 20 ივნისის და ჩორჩანას გარშემო მიმდინარე საქმეები გახარიას პოლიტიკური დევნაა და ანგარიშში პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტის რეკომენდაციაა გაცემული“.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე იცით, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის დართვა მოვითხოვეთ, სადაც პირდაპირ შავით თეთრზე საუბარია, რომ გიორგი გახარიას მიმართ 20 ივნისის და ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს პოლიტიკური მოტივაციით დევნა და რატომღაც არც პროკურატურისთვის და არც სასამართლოსთვის არ აღმოჩნდა სანდო წყარო ეუთო-ს მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში, თუმცა შეგახსენებთ, რომ შეფასებითი დოკუმენტები მაგალითად წულუკიანის დასკვნა უფრო მისაღები და სანდოა პროკურატურისთვის, ვიდრე ეუთო-ს მისიის სპეციალური დასკვნა და მომზადებული ანგარიში“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე