ლევან დოლიძე - ნატო-ს ანგარიშში ნაკლები აქცენტია გაკეთებული ღია კარის პოლიტიკაზე, გაფართოების პერსპექტივაზე - სულ რომ დემოკრატიის ოაზისი იყოს საქართველოში, ღია კარის პოლიტიკის მიმართულებით ისეთივე პასიური პოზიცია გვექნებოდა, როგორიც დღესაა

ნატო-ს ანგარიშში ნაკლები აქცენტია გაკეთებული ღია კარის პოლიტიკაზე, გაფართოების პერსპექტივაზე - ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, სულ რომ დემოკრატიის ოაზისი იყოს საქართველოში, ღია კარის პოლიტიკის მიმართულებით ისეთივე პასიური პოზიცია გვექნებოდა, როგორიც გვაქვს დღეს, - ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, ლევან დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ ნატო-ს ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

ლევან დოლიძის თქმით, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ნატო-ს ანგარიშში საქართველო მხოლოდ სამხრეთ კავკასიის კონტექსტშია მოხსენიებული.

„ნატო-მ თავის ახალ ანგარიშში ასახა ახალი ხედვა, ახალი გამოწვევები, ფართოდ მიმოიხილა ის საკმაოდ რთული გარემო, რაც უსაფრთხოების კუთხით გლობალური მასშტაბით არსებობს. იყო საუბარი საქართველოს შესახებაც. ნამდვილად სამწუხაროა, რომ საქართველო მოხსენიებულია სამხრეთ კავკასიის კონტექსტში. ის, რაც ყურადღებას იმსახურებს ჩვენი მხრიდან არის ის, რომ ნაკლები აქცენტია გაკეთებული ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზე, გაფართოების პერსპექტივაზე. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს მხოლოდ საქართველოს ქმედებების გამო არ არის. მას შემდეგ, რაც 2022 წელს დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი, ფაქტობრივად შეიცვალა ალიანსის დამოკიდებულება ღია კარის პოლიტიკასთან მიმართებით. ალიანსი მეტი სიფრთხილით ეკიდება ამ თემებზე მკაფიო დაპირებებისა და განცხადებების გაკეთებას. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, სულ რომ დემოკრატიის ოაზისი იყოს საქართველოში, ღია კარის პოლიტიკის მიმართულებით ისეთივე პასიური პოზიცია გვექნებოდა, როგორიც გვაქვს დღეს. ცხადია, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ საქართველოს მხრიდან საერთაშორისო იზოლაციისკენ გადადგმული ნაბიჯები უარყოფითად აისახება ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე. ჩვენ ფაქტობრივად ღია კონფრონტაციაში ვართ მთელს დასავლეთთან, რაც ცხადია ძალიან აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, - განაცხადა ლევან დოლიძემ.

ლევან დოლიძის განმარტებით, ჩვენ გვაქვს ყველა საფუძველი იმისათვის, რათა დასავლეთთან, განსაკუთრებით ნატოსთან ურთიერთობებში, ვიყოთ ძალიან ამბიციურები.

„საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი საერთაშორისო ოპერაციებში და ჩვენ შეგვიძლია ძალიან ამბიციურები ვიყოთ, როგორც თანამშრომლობის გაღრმავებასთან, ასევე უსაფრთხოების გარანტიებთან, ასევე ბევრი სხვა მიმართულებით. ჩვენ ძალიან დიდი დანაკარგებიც გვაქვს, ძალიან დიდი კონტრიბუციაც გვაქვს, რაც უკავშირდება როგორც ადამიანურ, ასევე ფინანსურ რესურსებს, აქ სადავო ნამდვილად არაფერი არ არის, უბრალოდ აქ გასათვალისწინებელია, რომ ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო ორგანიზაცია, ნატო არის სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია და ის ფონი, რაც საქართველოსა და დასავლეთს შორის იქმნება, ცხადია, გავლენას ახდენს ამ პროცესებზე“, - განაცხადა ლევან დოლიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა