ლელა ჯეჯელავა - რუსეთისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროცესებში ჩარევა, რათა გარანტირებულად ჰქონდეს გავლენის ბერკეტები ქართულ სახელმწიფოზე

რელიგიის თემა, მით უმეტეს, ისეთი ავტორიტეტული პიროვნების შემდეგ, როგორიც ილია მეორე იყო, ძალიან მგრძნობიარეა - ვხედავ ნიშნებსა და რისკებს, რომ ხელისუფლება ამ საკითხს გამოიყენებს პოლარიზაციის გასაღრმავებლად. საზოგადოების კიდევ უფრო დრამატულად გასახლეჩად, რაც მისთვის ძალაუფლების გახანგრძლივების ერთადერთი შანსია, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა, სადაც ახალი პატრიარქის არჩევაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, შეფასებებისა და მსჯელობის დროს არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას ბერკეტი, რომ ძალიან სენსიტიურ საკითხზე „დაპირისპირების ღრმა ფორმატი შექმნას“.

"მიმაჩნია, რომ რადგან რელიგიის თემა, მით უმეტეს, ისეთი ავტორიტეტული პიროვნების შემდეგ, როგორიც ილია მეორე იყო, არის ძალიან მგრძნობიარე. ვხედავ ნიშნებსა და რისკებს, რომ ხელისუფლება საკითხს გამოიყენებს პოლარიზაციის გასაღრმავებლად. საზოგადოების კიდევ უფრო დრამატულად გასახლეჩად, რაც მისთვის ძალაუფლების გახანგრძლივების ერთადერთი შანსია. მინდა, ყველას ვთხოვო, ამ საკითხზე შეფასებებისა და მსჯელობის დროს, ვიფიქროთ, რომ ნებსით თუ უნებლიედ არ მივცეთ ხელში ბერკეტი ხელისუფლებას, რომ ძალიან სენსიტიური საკითხი მოატრიალოს ჩვენს წინააღმდეგ, დაპირისპირების ძალიან ღრმა ფორმატი შექმნას“, - აღნიშნავს ჯეჯელავა.

მისივე თქმით, იკვეთება სურათი, რომ ხელისუფლების კანდიდატია მეუფე შიო და ხელისუფლებასთან დაპირისპირებული მხარის მეუფე ისაია.

„ის, რომ იქნება კანდიდატი, რომელსაც ხელისუფლება უჭერს მხარს, თავად ხელისუფლება ამტკიცებს. ცოტა ისტერიული ფონია, „ტროლები“ და „ბოტები“ სოცმედიაში ცოტა გაღიზიანებულები არიან....მრევლი კი არ არის, რომელიც რეალურად მეუფეს მომხრეა, მისი ღირსებები მოსწონთ და თვისება, სახელისუფლო ტროლებს წარმოდგენა არ აქვთ. ელემენტარულ უვიცობას ამჟღავნებენ, ვხვდები რომ პროპაგანდამ მოქოქა, შესაძლოა, ჩინელი „ბოტიც“ იყოს. მეუფე ესაიას გარეშე ისეთი სურათი იკვეთება, რომ ხელისუფლების კანდიდატია მეუფე შიო და ხელისუფლებასთან დაპირისპირებული მხარის მეუფე ისაია, რომელიც ღირსეულთა შორის, ერთ-ერთი ღირსეული. ჩვენ არ ვიცით, მისი სურვილი როგორია... ვფიქრობ, ჩვენ საერთოდ უარი უნდა ვთქვათ, ასეთ კამპანიაში ჩართვაზე, მართლა მივცეთ სინოდს საშუალება“, - აცხადებს ის.

კითხვაზე, სუს-ი იქნება თუ არა ჩართული პატრიარქის არჩვის პროცესში, ჯეჯელავა აღნიშნავს: „სუს-ი რომ იქნება ჩართული ამაზე მეტყველებს ის, რასაც სუს-ი აკეთებდა აქამდე: უსმენდა აყურადებდა და აშანტაჟებდა და სხვა ბევრ რაიმეს აკეთებდა, ბუნებრივია“.

ასევე, ჯეჯელავა რუსეთის ინტერესებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მოსკოვის ინტერესია, საქართველოს ეკლესიაში პროცესებში ჩაერიოს, რადგან გარანტირებული გავლენის ბერკეტი ჰქონდეს ქართულ სახელმწიფოზე.

„რუსეთისთვის მართლმადიდებელი ეკლესია არ არის შიდა პოლიტიკური გავლენის მქონე, ეს არის გეოპოლიტიკური გავლენების მქონე ინსტიტუტი და ამისთვის იყენებს. ამიტომ, მოინდომებს თუ არა რუსეთი საქართველო მოხდეს მის ნასუფრალში?! - ბუნებრივია, მოინდომებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროცესებში ჩარევა იმიტომ, რომ გარანტირებულად ჰქონდეს გავლენის ბერკეტები ქართულ სახელმწიფოზე“,- აღნიშნავს ჯეჯელავა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში