საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალი პროკურორი წევრები აირჩიეს

საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალი პროკურორი წევრები აირჩიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კონფერენცია, სადაც საპროკურორო საბჭოს ახალი სამი პროკურორი წევრი აირჩიეს, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ გახსნა.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პროკურატურის საქმიანობაში საპროკურორო საბჭოს მნიშვნელობაზე ისაუბრა, მადლობა გადაუხადა ყოფილ წევრებს გაწეული საქმიანობისთვის და წარდგენილ კანდიდატებს წარმატებები უსურვა.

„საპროკურორო საბჭოს არსებობამ პროკურატურას კიდევ ერთი დადებითი გამოცდილება შესძინა, როგორიცაა გადაწყვეტილების გუნდურად მიღების კულტურა და უმრავლესობის ნების აღსრულება. კანდიდატებს მინდა მადლობა გადავუხადო დამატებითი პასუხისმგებლობის აღების მზადყოფნისთვის. თქვენი, როგორც საბჭოს წევრის სამომავლო გადაწყვეტილებები გავლენას მოახდენს არა მარტო პროკურატურის თანამშრომლების მომავალზე, არამედ ზოგადად სისხლის სამართლის პოლიტიკაზე და ქვეყნის მომავალზე“,- განაცხადა გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ.

„საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ ლონდა ბიჭიკაშვილმა საპროკურორო საბჭოს ყოფილი წევრების საქმიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ემსახურებოდა პროკურატურის განვითარებას, კოლეგების უფლებების დაცვას, ადამიანის უფლებების დაცვას და პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას

ლონდა ბიჭიკაშვილმა ხაზი გაუსვა საპროკურორო საბჭოს კანდიდატების კვალიფიკაციას, მრავალწლიან გამოცდილებას, საქმისადმი ერთგულებას, წარმატებები უსურვა მათ და იმედი გამოთქვა, რომ თითოეულ კანდიდატს შესწევს უნარი ხელი შეუწყონ პროკურატურის დამოუკიდებლად, გამჭვირვალედ და ეფექტიანად ფუნქციონირებას.

საპროკურორო საბჭოს 3 პროკურორ წევრს - შოთა ტყეშელაშვილს, ეკატერინე ხარებავას და ალექსანდრე მუყასაშვილს, ვადის გასვლის გამო საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეუწყდათ.

კონფერენციაზე საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილმა 6 კანდიდატმა საკუთარი ხედვები გააცნო კონფერენციის წევრებს.

საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან, პროკურორების და პროკურატურის გამომძიებლების მიერ ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით მოხდა. საპროკურორო საბჭოს წევრები საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის, სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსი პროკურორი ია ჩხეიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე შოთა კვაჭანტირაძე და თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი ვანო ოქროპირიძე გახდნენ.

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში არჩეულ 15 წევრს შორის 8 პროკურორია, რომელთაც ფარული კენჭისყრით ირჩევს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია. საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა 4 წელია, საპროკურორო საბჭო პროკურატურის დამოუკიდებლობას და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში