გურამ მაჭარაშვილი - როდის აქეთ იყო, რომ დაწყებული გვარამიადან დამთავრებული „ნაცმოძრაობის“ ნებისმიერი მხარდამჭერით, ეკლესიაზე ინტერესდებოდნენ? - მათ ის აინტერესებთ, როგორმე ჩირქი მოსცხონ საპატრიარქოს და ეკლესიას

როცა აქციაზე საუბრობს ადამიანი, რომ პატრიარქი ბნელი ძალების წარმომადგენელია და სასულიერო პირები არიან წვეროსანი ძველი ძალების წარმომადგენლები და ხალხი ტაშს უკრავს, როგორ შეიძლება ახლა ვინმემ დაიჯეროს, რომ ამ ხალხს აინტერესებს რა ხდება საპატრიარქოში და როგორ აირჩევენ წმინდა სინოდის წევრები პატრიარქს? - მათ ის აინტერესებთ, როგორმე ჩირქი მოსცხონ საპატრიარქოს და ეკლესიას, - ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან ახალი პატრიარქის არჩევის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა თავისი პრიორიტეტი 17-21 მარტის დღეებში აჩვენა და „უცხოელი და აქაური აგენტები ამიტომ არიან გამწარებულები და გონებაარეულები”.

„არა მარტო ქართველმა, არამედ მსოფლიო საზოგადოებამ დაინახა, რომ ქართველმა ხალხმა თავისი პრიორიტეტი 17-21 მარტის დღეებში აჩვენა და ამიტომ არიან გამწარებულები, გონებაარეულები უცხოეთიდან დაწყებული, აქაური უცხოური აგენტებით დამთავრებული. ახლა პატრიარქის მოსაყდრეს, ეკლესიას ებრძვიან და ცდილობენ, რომ განხეთქილება შეიტანონ.

საერთოდ, როდის აქეთ იყო, რომ დაწყებული გვარამიადან დამთავრებული „ნაცმოძრაობის“ ნებისმიერი მხარდამჭერით, ეკლესიაზე ინტერესდებოდნენ?

როცა აქციაზე საუბრობს ადამიანი, რომ პატრიარქი ბნელი ძალების წარმომადგენელია და სასულიერო პირები არიან წვეროსანი ძველი ძალების წარმომადგენლები და ხალხი ტაშს უკრავს, როგორ შეიძლება ახლა ვინმემ დაიჯეროს, რომ ამ ხალხს აინტერესებს რა ხდება საპატრიარქოში და როგორ აირჩევენ წმინდა სინოდის წევრები პატრიარქს? მათ ის აინტერესებთ, როგორმე ჩირქი მოსცხონ საპატრიარქოს და ეკლესიას. არ გამოსდით, მაგრამ ინტერესის სფერო არის ეს”, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ამავე თემაზე საუბრისას, გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ პატრიარქობის კანდიდატის დასახელება სინოდის წევრების უფლებაა.

„სახელმწიფოს და ეკლესიის ფუნქციები, რა თქმა უნდა, გამიჯნულია, მაგრამ ჩვენ ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ ეკლესიის მრევლის აბსოლუტური უმრავლესობა არის საქართველოს მოქალაქე.

რაც შეეხება კონკრეტულად პატრიარქის არჩევას, ყველამ კარგად ვიცით, ეს მათ შორის, შეთანხმებით არის უზრუნველყოფილი. რაც შეეხება კანდიდატებს, ბუნებრივია სინოდის წევრებს აქვთ უფლება, რომ თვითონ განაცხადონ ან არ განაცხადონ კანდიდატებზე, ვის დაასახელებენ და ვის არ დაასახელებენ. ეს მართვა-გამგეობის დებულებაშიც კია მითითებული, რომ უფლება აქვს სინოდის წევრს, რომ თავისი კანდიდატურა დაასახელოს”, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში