მარიამ ლაშხი - სამწუხაროა, რომ დღეს სცენა პოლიტიკურ სარბიელად აქციეს, რაც მისი დაკნინებაა - მნიშვნელოვანია, ის ესთეტიკა, რაც ხელოვნებას ახასიათებს, დავიცვათ და სცენა, თუნდაც ტელეპროდუქტი ინსტრუმენტად არ იყოს ქცეული!

სამწუხაროა, რომ დღეს სცენა პოლიტიკურ სარბიელად აქციეს და როდესაც სცენას პოლიტიკურ სარბიელად აქცევ, ეს მისი არა პატივისცემა, არამედ დაკნინებაა - ძალიან მნიშვნელოვანია, ის ესთეტიკა, რაც ხელოვნებას ახასიათებს, დავიცვათ და სცენა და თუნდაც ტელეპროდუქტი ინსტრუმენტად არ იყოს ქცეული! იმედი მაქვს, ამ კუთხით გათვალისწინება მოხდება, - ეს განცხადება პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა განათლებისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გააკეთა, სადაც სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებს, მათ შორის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს გიორგი შალუტაშვილს უსმენენ.

ლაშხმა დღეს განაცხადა ისიც, რომ საზოგადოებაში არსებობს წუხილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს მსახიობობა გარკვეული ინდულგენციაა.

მან აქვე იმედი გამოთქვა, რომ “სახელოვნებო განათლების განვითარების ისტორიას, რაც დიდმა მოღვაწეებმა მოიტანა, ღირსეულად გავაგრძელებთ და კიდევ უკეთეს ეპოქას შევქმნით“.

“ზოგადად, მინდოდა მეთქვა, რომ დღეს სამწუხაროდ ვხედავთ, რომ სახელოვნებო სფერო ძირითად შემთხვევებში გარკვეულ პროცესებთან გაცილებით უფრო მოწყვლადები არიან. ეს არა მხოლოდ საქართველოს ნიშაა, არამედ მსოფლიოში ვხედავთ. სამწუხაროა ისიც, რომ დღეს სცენა გარკვეულ პირობებში პოლიტიკურ სარბიელად აქციეს. როდესაც სცენას პოლიტიკურ სარბიელად აქცევ, ეს მისი არა პატივისცემა, არამედ დაკნინებაა.

ქართულ თეატრს გემოვნების ჩამოყალიბებაში რამხელა მნიშვნელობა აქვს და რამხელა როლის აქვს შეტანილი. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ის ესთეტიკა, რაც ხელოვნებას ახასიათებს, დავიცვათ და სცენა და თუნდაც ტელეპროდუქტი ინსტრუმენტად არ იყოს ქცეული. იმედი მაქვს, ამ კუთხით გათვალისწინება მოხდება.

ასევე, ვიცით, რომ საზოგადოებაში არსებობს წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მსახიობობა თუ ნებისმიერი პროფესია გარკვეული ინდულგენციაა, თქვენ რომან პოლანსკი ახსენეთ - ფრანგული კულტურის სახე, რომელსაც ოსკარის ლაურეატობასთან ერთად, არა ერთი კულტურული მემკვიდრეობის დატოვების უდიდესი როლი და წვლილი აქვს, თუმცა საფრანგეთის ხელისუფლებისთვის და ზოგადად, კანონისთვის ეს არ ყოფილა რაიმე ტიპის ინდულგენცია. ჩვენ გვახსოვს, რომ ის პარიზში დააკავეს არა იმიტომ, რომ შემოქმედებით ნაწილში რაიმე ცენზურა დაუწესეს, არამედ მას კონკრეტული სამართლებრივი ნორმა ჰქონდა დარღვეული. აქაც მნიშვნელოვანია, რომ ზღვარი სამართლებრივ ნორმასა და შემოქმედებით ნაწილში ძალიან ღირსეულად და კარგად იყოს დაცული.

იმედი მაქვს, რომ სახელოვნებო განათლების განვითარების ისტორიას, რაც ჩვენმა ძალიან მნიშვნელოვანმა, დიდმა მოღვაწეებმა მოიტანა, ღირსეულად გავაგრძელებთ და კიდევ უკეთეს ეპოქას შევქმნით. დარწმუნებული ვარ, ასე გაგრძელდება“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა

პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოწვეული არიან: - შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილი, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი გიორგი ვაჩნაძე, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი ყარამან ქუთათელაძე, და “გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის“ პრორექტორი თათია ჩხეიძე.

კომიტეტების სხდომის დღის წესრიგის გათვალისწინებით, უმაღლესი სახელოვნებო სასწავლებლების წარმომადგენლებს გაწეული საქმიანობისა და არსებული გამოწვევების შესახებ მოუსმენენ. საუბრის თემა ასევე იქნება “უმაღლესი განათლების რეფორმის მნიშვნელობა სახელოვნებო-შემოქმედებითი სფეროს მდგრადი განვითარების კონტექსტში“.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში