გია ვოლსკი „ოპოზიციური ალიანსის“ აშშ-ში შესაძლო ვიზიტზე - ის არ არის მთავარი, იქ რას ეძებენ, მთავარია საქართველოს მიმართ მათი დამოკიდებულება როგორია და ეს დამოკიდებულება არის არაკეთილსინდისიერი

ამ პოლიტიკურ რეალობაში, რომელიც მსოფლიოში შეიქმნა, „ლელოც“ და ნებისმიერი სხვა პოლიტიკური გუნდიც ეძებს მხარდაჭერას ისეთი ხალხისაგან, რომელსაც თავისი შეხედულებები აქვს საქართველოს მომავალზე, საქართველოს პოლიტიკაზე და როგორც წესი, ეს შეხედულებები არ ემთხვევა ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილის შეკვეთას ქვეყნისათვის, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან „ოპოზიციური ალიანსის“ აშშ-ში დაგეგმილ ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ ალიანსს ქართულ პოლიტიკაში წარმატების ის ხარისხი არ აქვს, რომელსაც მოელის.

„როდესაც ქართულ პოლიტიკაში წარმატების ის ხარისხი არა გაქვს, რომელსაც მოელი, მათ შორის საზღვარგარეთელი პოლიტიკოსების თუ სხვადასხვა სტრუქტურის მხარდაჭერის მიუხედავად, გვაქვს საფუძველი ვეფიქროთ, რომ ნებისმიერი მოგზაურობა მიმართულია ერთისკენ - როგორმე მოიძიონ, მოიკვლიონ ან განავითარონ ურთიერთობები გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, ადამიანებთან, რომლებსაც თავისი შეხედულებები აქვთ საქართველოსთან დაკავშირებით და ამ მიმართებით ჰქონდეთ მხარდაჭერა მაშინ, როდესაც მხარდაჭერის დეფიციტია ქართულ საზოგადოებაში.

ჯო უილსონის თემა ავიღოთ - დიდი ხანი არაა, რაც ჯო უილსონი რუსული დროშით დადიოდა, როგორც სამკერდე ნიშნით. მაშინ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა და ასე აწყობდა. დღეს ამ პოლიტიკურ რეალობაში, რომელიც მსოფლიოში შეიქმნა, „ლელოც“ და ნებისმიერ სხვა პოლიტიკური გუნდიც ეძებს მხარდაჭერას ისეთი ხალხისაგან, რომელსაც თავისი შეხედულებები აქვს საქართველოს მომავალზე, საქართველოს პოლიტიკაზე და როგორც წესი, ეს შეხედულებები არ ემთხვევა ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილის შეკვეთას ქვეყნისათვის”, - განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, რა პოზიცია შეიძლება ჰქონდეს ვაშინგტონს მათ მიმართ, ვოლსკიმ უპასუხა, რომ ვაშინგტონშიც არ არის ცალსახა დამოკიდებულება საქართველოს მიმართ.

„მაგალითად, ვიცით ჰელსინკის კავშირის დამოკიდებულება იმ პროცესების მიმართ, რომელიც საქართველოში ვითარდება. მათი ინტერესი სხვა არის. ზოგი რეალურად არის ჩართული იმ ლობირებულ სისტემასთან, რომელიც საკმაოდ დიდ თანხებს იხდის იმისათვის, რათა საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკა ჩამოყალიბდეს და პოპულარული გახდეს მმართველ სისტემაში.

ვერ მიაღწიეს თავის მიზანს, თუმცა გარკვეულწილად ეხმარებიან იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც სულ ახლახან უშვერი სიტყვებით აგინებდნენ ტრამპს, მაგრამ ახლა უნდათ, რომ ახალი ადმინისტრაციის მოკავშირედ წარმოადგინონ თავი. მათ მიმართ სხვა ჯგუფებს აქვთ პრეტენზია, თუნდაც კორუფციის საკითხებთან დაკავშირებით. ასე რომ, ის არ არის მთავარი, იქ რას ეძებენ. მთავარია საქართველოს მიმართ მათი დამოკიდებულება როგორია და ეს დამოკიდებულება არის არაკეთილსინდისიერი”, - აღნიშნა ვოლსკიმ.

არსებული ინფორმაციით, ოპოზიციური ალიანსი ვაშინგტონში ვიზიტისთვის ემზადება.

როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა „ტვ პირველთან“ განაცხადა, ზუსტად იცის, რომ ეს ვიზიტი აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში იქნება.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში