დავით მათიკაშვილი - რადიკალებს იმ ტემპის ზრდა აშინებთ, რაც ამერიკა-საქართველოს შორისაა, ამიტომ, საკუთარი თავის პოზირებით ქულების დაწერას ცდილობენ

რადიკალებს იმ ტემპის ზრდა აშინებთ, რაც ამერიკა-საქართველოს შორისაა - ამიტომ, საკუთარი თავის პოზირებით ქულების დაწერას ცდილობენ, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან „ოპოზიციური ალიანსის“ აშშ-ში დაგეგმილ ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკურმა ძალებმა მხარდაჭერა საკუთარ ქვეყანაში უნდა ეძიონ და არა, ვაშინგტონში, ბრიუსელში.

„გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი ჯო უილსონია, რომელსაც კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ და მას კონგრესმენები პირდაპირ ეუბნებიან, რომ უცხო ქვეყნის დროშებით სიარულს თავი დაანებოს და ისე მოიქცეს, როგორც ამერიკელი. ოპოზიციას ვინც უჭერს მხარს, კარგად ვხედავთ - „დიფ სთეითის“ ხელში აღმოჩენილი ჰელსინკის კომისია, ჯო უილსონი და ა.შ.

რადიკალებს იმ ტემპის ზრდა აშინებთ, რაც ამერიკა-საქართველოს შორისაა. ამიტომ, საკუთარი თავის პოზირებით ქულების დაწერას ცდილობენ. პოლიტიკურმა ძალებმა მხარდაჭერა საკუთარ ქვეყანაში უნდა ეძიონ და არა, ვაშინგტონში, ბრიუსელში. პირველ რიგში, საკუთარი ხალხის მხარდაჭერა უნდა მოიპოვონ. ისინი კი, ერთსა და იმავე შეცდომას უშვებენ და სხვა ქვეყნის დედაქალაქებით ცდილობენ საკუთარი პოლიტიკური საფუძვლების გამყარებას“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, „ოპოზიციური ალიანსი“ ვაშინგტონში ვიზიტისთვის ემზადება. როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა „ტვ პირველთან“ განაცხადა, ზუსტად იცის, რომ ეს ვიზიტი აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში იქნება.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში