თბილისში, თსსუ-ის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა. კლინიკა ვაშლიჯვარში, პეტრე სარაჯიშვილის ქუჩა N17-ში მდებარეობს. ახალი კლინიკა თსსუ-ის საგანმანათლებლო და კლინიკური ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. ახალი სივრცე პაციენტებს მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ დიაგნოსტიკასა და სამკურნალო მომსახურებას სთავაზობს. პაციენტებისთვის მენტალური ჯანმრთელობის სერვისების მიწოდებასთან ერთად, ახალი კლინიკა წარმოადგენს სასწავლო და პრაქტიკულ ბაზას თსსუ-ის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

კლინიკა ოფიციალურად გახსნეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ. გახსნის ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თსსუ-ის ადმინისტრაციის წევრები, საკანონდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და თსსუ-ის საუნივერსიტეტო და პარტნიორი კლინიკების ხელმძღვანელები.

დღეს აღვნიშნავთ მნიშვნელოვანი პროექტის დასრულებას, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნას, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს. უკვე დაწყებულია სალიცენზიო პირობების მოპოვების პროცესი და უახლოეს პერიოდში კლინიკა სრულ მზადყოფნაში იქნება, რათა შესაბამისი საჭიროებების მქონე მოქალაქეებს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება გაუწიოს. აღსანიშნავია, რომ კლინიკა მხოლოდ სამკურნალო ფუნქციით არ შემოიფარგლება, აქ იქნება მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო სივრცეც. კლინიკაში განთავსდება თსსუ-ის შესაბამისი პროფილის დეპარტამენტები, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტებისა და ახალგაზრდა ექიმების პროფესიულ განვითარებას. თსსუ-ის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა გახდება კიდევ ერთი ძლიერი კლინიკური ბაზა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვის, სადაც მომავალი თაობის ექიმები მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის განათლებას, - განაცხადა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.

ეს არის პირველი მნიშვნელოვანი პრეცედენტი, როდესაც სამედიცინო სფეროს, განსაკუთრებით მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებას, ეძლევა განვითარების ახალი და ფართო შესაძლებლობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კლინიკა ერთდროულად შეასრულებს როგორც პრაქტიკულ, ისე საგანმანათლებლო ფუნქციას. მას ექნება უდიდესი როლი შემდგომი თაობის ფსიქიატრიული მიმართულების დარგის სპეციალისტებს აღზრდაში, რაც, რა თქმა უნდა, იმ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში უფრო მეტად გადმოტანას და უნარ-ჩვევების განვითარებას შეუწყობს ხელს, რაც თსსუ-ის ფორმატში მიმდინარეობს.” - აღნიშნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

„შესანიშნავად აშენებული ინფრასტრუქტურის ფარგლებში იქმნება ახალი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც მხოლოდ პრაქტიკული თვალსაზრისით სერვისების მიწოდებით არ შემოიფარგლება. იგი ერთდროულად გახდება სივრცე, სადაც ფსიქიატრიის მიმართულებით პროფესიონალები დახელოვნდებიან და ჩამოყალიბდება მძლავრი საგანმანათლებლო და კლინიკური ბაზა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კლინიკა ხელს შეუწყობს როგორც პროფესიული კადრების დეფიციტის შემცირებას, ასევე ფსიქიატრიული მომსახურებების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესებას.” - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

„კლინიკა პაციენტების მიღებას ეტაპობრივად დაიწყებს მომდევნო 2 თვის განმალობაში. პირველ ეტაპზე თსსუ-ის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა პაციენტებს ამბულატორიულ მომსახურებას გაუწევს. პარალელურად მიმდინარეობს სტაციონარის ლიცენზირების პროცესი.

თსსუ-ის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა პაციენტებს სთავაზობს ამბულატორიული, გახანგრძლივებული ამბულატორიული (დღის ცენტრი), დამხმარე სარეაბილიტაციო (დღის ცენტრში-სტაციონარის შიდა) და ხანმოკლე დაყოვნების სტაციონარული სერვისის მიწოდება, ფსიქიკური და ქცევითი აშლილობებისა და დამოკიდებულების მართვის და მკურნალობის ყველა პროფილით.

თსსუ-ის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ძირითადი სტაციონარი გათვლილია 103 საწოლზე, 3 ძირითადი სტაციონარული განყოფილებით:

  • მწვავე ფსიქიატრიული სტაციონარი;
  • დუალური ნოზოლოგიის განყოფილება;
  • ნარკოლოგიური დეტოქსიკაციის განყოფილება.
  • სარეაბილიტაციო განყოფილება (30 საწოლი).

კლინიკა მუშაობს მულტიდისციპლინური მიდგომით და აერთიანებს მენტალური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე სხვადასხვა პროფილის 100-ზე მეტ სპეციალისტს, რაც უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებულ, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ კომპლექსურ მომსახურებას.

მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში სტუდენტებსა და რეზიდენტებს პრაქტიკული სწავლების პროცესში შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ პაციენტებზე ორიენტირებულ სამედიცინო საქმიანობაში, გამოცდილი სპეციალისტების ზედამხედველობით.

თსსუ-ის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში განთავსებულია თსსუ-ის ფსიქიატრიისა და ნარკოლოგიის დეპარტამენტები. სასწავლო პროცესისთვის მოწყობილია სასწავლო აუდიტორიები, სალექციო დარბაზი და შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურა.

მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც მენტალური ჯანმრთელობის სერვისების განვითარებისა და ხელმისაწვდომობის ზრდის, ისე სამედიცინო განათლებისა და პრაქტიკული სწავლების გაძლიერების მიმართულებით“, - ნათქვამია თსსუ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს