ესპანეთის თავდაცვის მინისტრი - ესპანეთმა ირანის ომში ჩართული ამერიკული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დახურა

ესპანეთმა ირანზე თავდასხმებში ჩართული აშშ-ის თვითმფრინავებისთვის თავისი საჰაერო სივრცე დახურა, - ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„არ ვიძლევით არც სამხედრო ბაზების გამოყენების და არც საჰაერო სივრცის გამოყენების უფლებას ირანში ომთან დაკავშირებული ქმედებებისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.

ესპანური გამოცემა El Pais-ი, რომელმაც პირველმა გაავრცელა ეს ინფორმაცია, წერს, რომ საჰაერო სივრცის დახურვა აიძულებს სამხედრო თვითმფრინავებს, გვერდი აუარონ ესპანეთს ახლო აღმოსავლეთში მათი სამიზნეებისკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ ეს არ მოიცავს საგანგებო სიტუაციებს, ამ შემთხვევაში თვითმფრინავებს ტრანზიტის ან დაშვების უფლება მიეცემათ.

სამხედრო წყაროებმა გაზეთ El Pais-ს განუცხადეს, რომ ესპანეთმა ქვეყნის საჰაერო სივრცეზე წვდომაზე ასევე უარი უთხრა მესამე ქვეყნებში, მათ შორის საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში განლაგებულ აშშ-ის თვითმფრინავებს.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა გასულ ოთხშაბათს ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ესპანეთმა შეერთებულ შტატებს როტას და მორონის ბაზების გამოყენებაზე უარი უთხრა.

„ჩვენ უარი ვუთხარით შეერთებულ შტატებს როტას და მორონის ბაზების გამოყენებაზე ამ უკანონო ომისთვის. ყველა ფრენის გეგმა, რომელიც ირანში ოპერაციებთან არის დაკავშირებული, უარყოფილია. ყველა მათგანი, მათ შორის თვითმფრინავების საწვავის შევსების გეგმა“, - განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში