სალომე ზურაბიშვილი - დენის ფასის ზრდაში სერიოზული წილი აქვს ბიტკოინების მაინინგის საწარმოებისთვის გამოყოფილ უფასო ენერგეტიკას - სულ უფრო და უფრო იზრდება ქვეყნის დამოკიდებულება რუსულ იმპორტზე

მოქალაქეებისთვის მძიმდება კომუნალური ხარჯები ისე, რომ მიწოდების ხარისხი არ უმჯობესდება, - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ელექტროენერგიის გაძვირებას.

როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ელექტროენერგიის გაძვირებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს კრიპტოვალუტის მაინინგს, რომლებიც, მისი შეფასებით, ენერგიას უფასოდ ან შეღავათიან ფასად იღებენ.

„დენის ფასის ზრდაში სერიოზული წილი აქვს ბიტკოინების მაინინგის საწარმოებისთვის გამოყოფილ უფასო (ან შეღავათიანი ფასში მიწოდებულ ) ენერგეტიკას. ამას ეძახის სემეკის თავმჯდომარე მზარდ მოხმარებას!

რასაც ივანიშვილი და სხვები არ იხდიან თავიანთი მომგებიანი ბიზნესის წარმოებისთვის, წარმოადგენს სწორედ იმ საინვესტიციო დანაკლისს, რაც უნდა მოხმარებოდა ქსელის აღდგენას ან ახალ ინფრასტრუქტურას, ან კიდევ ტარიფების შენარჩუნებას.

ანუ მმართველი გუნდის წარმომადგენლები მდიდრდებიან, უცხო ინვესტორებს ( სამხრეთ კორეას, თურქეთს) იშორებენ, თუნდაც დიდი ჯარიმების ფასად და რიგითი მომხმარებელი ზარალდება.

ორი შედეგი დგება: მოქალაქეებისთვის მძიმდება კომუნალური ხარჯები (ასევე მოსალოდნელია ინფლაცია) ისე, რომ მიწოდების ხარისხი არ უმჯობესდება!

და სულ უფრო და უფრო იზრდება ქვეყნის დამოკიდებულება რუსულ იმპორტზე. ესაა და ეს!”, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში