The Guardian - ისრაელის პარლამენტმა კანონი მიიღო, რომელიც ისრაელის მოქალაქეების მკვლელობისთვის მსჯავრდებული პალესტინელების  სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს

ისრაელის პარლამენტმა კანონი მიიღო, რომელიც ისრაელის მოქალაქეების მკვლელობისთვის მსჯავრდებული პალესტინელებისთვის სასჯელად სიკვდილით დასჯას ამტკიცებს, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

ქნესეთმა კანონი მიიღო, რომელიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები პალესტინელებისთვის, რომლებსაც სამხედრო სასამართლო ტერორისტულ აქტებად მიჩნეულ სასიკვდილო თავდასხმებისთვის დამნაშავედ ცნობს.

ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის, იტამარ ბენ-გვირის ულტრამემარჯვენე პარტია „ოცმა იეჰუდითის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტმა 62 ხმით 48-ის წინააღმდეგ მიიღო.

კანონის თანახმად, სიკვდილმისჯილ პირებს ცალკე დაწესებულებაში განათავსებენ, სადაც მათი მონახულება მხოლოდ უფლებამოსილ პერსონალს შეეძლება და იურიდიული კონსულტაციები მხოლოდ ვიდეოკავშირის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

გასამართლებული პირების სიკვდილით დასჯა განაჩენის გამოტანიდან 90 დღის ვადაში ჩამოხრჩობით მოხდება.

კანონს ევროპული სახელმწიფოები და ადგილობრივი უფლებადამცველთა ჯგუფები აკრიტიკებენ. ისრაელის უფლებადამცველთა ჯგუფებმა და ოპოზიციონერმა პარლამენტის წევრებმა განაცხადეს, რომ კანონს ისრაელის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს