მედია - სპარსეთის ყურის ქვეყნები აშშ-ს მოუწოდებენ, ირანზე სამხედრო ზეწოლა გააგრძელოს

აშშ-ის სპარსეთის ყურის მოკავშირეები, საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელმძღვანელობით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებენ, ირანის წინააღმდეგ ომი გააგრძელოს და ამტკიცებენ, რომ ერთთვიანი დაბომბვის ოპერაციით თეირანი საკმარისად არ დასუსტებულა, - ინფორმაციას Associated Press-ი აშშ-ის, ისრაელისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრეს.

წყაროების ცნობით, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ქუვეითის და ბაჰრეინის ოფიციალურმა პირებმა პირად საუბრებში განაცხადეს, რომ არ სურთ სამხედრო ოპერაციის დასრულება მანამ, სანამ ირანის ხელმძღვანელობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ან ირანის ქცევაში დრამატული ცვლილება არ მოხდება.

გავრცელებული ინფორმაციით, დისკუსიები დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

Associated Press-ი წერს, რომ თეთრმა სახლმა უარი თქვა ამ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთებაზე, თუმცა, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ორშაბათს ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები სპარსეთის ყურის რეგიონიდან ირანთან დაკავშირებით ერთსულოვნად მოქმედებენ.

„ისინი რელიგიური ფანატიკოსები არიან, რომლებსაც არასდროს უნდა მიეცეთ უფლება, ბირთვული იარაღი ჰქონდეთ, რადგან მათ მომავლის აპოკალიფსური ხედვა აქვთ. სხვათა შორის, მათმა ყველა მეზობელმა იცის ეს, სწორედ ამიტომ უჭერს მხარს მათი ყველა მეზობელი ჩვენს მიერ განხორციელებულ ძალისხმევას“, - აღნიშნა რუბიომ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო