ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაზე - ისინი პუტინის შესაჩერებლად უკრაინული ჯარების ჩვენი ტერიტორიიდან გაყვანის გარდა სხვა გზას ვერ ხედავენ

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშფოთებს ის ფაქტი, რომ ირანთან ომის დასრულების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განაახლებს ზეწოლას უკრაინაზე, რათა ქვეყანა აიძულოს, რუსეთთან ომის დასრულების მიზნით, ტერიტორიულ დათმობებზე წავიდეს.

„მათ ომის დასრულება სურთ. ჩემი შეშფოთებაა, რომ ისინი ამის გაკეთების მხოლოდ ერთ გზას ხედავენ. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტ ტრამპს და მის გუნდს ომის დასრულება სურთ. მაგრამ რატომ უნდა გადავიხადოთ ამისთვის? ჩვენ არ ვართ აგრესორები. ისინი პუტინის შესაჩერებლად უკრაინული ჯარების ჩვენი ტერიტორიიდან გაყვანის გარდა სხვა გზას ვერ ხედავენ. ჩემი შეშფოთებაა, რომ არავინ აფასებს ასეთი გადაწყვეტილების საფრთხეს ჩვენი უსაფრთხოებისთვის“, - განუცხადა ზელენსკიმ Axios-ს.

გარდა ამისა, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების კომენტირებისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი სრულად უჭერს მხარს ირანს. მოსკოვი თეირანს აწვდის თანამგზავრით გადაღებულ აშშ-ის სამხედრო ბაზების სურათებს და უზიარებს ოპერატიულ გამოცდილებას დრონების გამოყენების შესახებ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში