კაია კალასი - გავაგრძელებთ უკრაინისთვის სამხედრო, ფინანსური, ენერგეტიკული და ჰუმანიტარული მხარდაჭერის გაწევას

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

„კარგია, რომ დღეს კიევში ვიმყოფები ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად. თითოეული ვიზიტი უკრაინის გამბედაობისა და მდგრადობის ძლიერი შეხსენებაა. ევროპა თქვენ გვერდით დგას. ჩვენ გავაგრძელებთ სამხედრო, ფინანსური, ენერგეტიკული და ჰუმანიტარული მხარდაჭერის გაწევას“, - წერს კალასი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთმა მის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხი აგოს.

შეგახსენებთ, ევროკავშირის დელეგაცია, კაია კალასის ხელმძღვანელობით, კიევში ჩავიდა. კალასის გარდა, კიევში ჩავიდნენ გერმანიის, პოლონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, იტალიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები - იოჰან ვადეფული, რადოსლავ სიკორსკი, ბაიბა ბრაჟე, კესტუტის ბუდრისი, ანტონიო ტაიანი და მარგუს ცაჰკნა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს