ბანკი ქართუს თანაორგანიზებით 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენცია გაიმართა

მიმდინარე წლის 26-27 მარტს სს ბანკი ქართუს თანაორგანიზებითა და მასპინძლობით გაიმართა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციის (BACEE) 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენცია - იხ. ბმული.

აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა ფინანსური სექტორის წარმომადგენლებისთვის. კონფერენციამ გააერთიანა საერთაშორისო და რეგიონალური საბანკო და ფინანსური სფეროს ლიდერები, ექსპერტები და გადაწყვეტილების მიმღები პირები. ღონისძიებაზე განიხილეს ეკონომიკური ტენდენციები, ფინანსური სექტორის განვითარება და რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივები.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო:

  • 270-ზემეტიდელეგატი
  • 25-ზემეტიქვეყანა
  • 90-ზემეტიორგანიზაცია

51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენციის გენერალური სპონსორები იყვნენ:

  • 360T (Deutsche Börse Group)
  • Landesbank Baden-Württemberg (LBBW)
  • Banfico

გახსნის ცერემონიაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციის თავმჯდომარე და Landesbank Baden-Württemberg-ის მმართველი დირექტორი, ბატონი თომას ლემპული, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი ირაკლი კობახიძე და სს ბანკი ქართუს გენერალური დირექტორი, ბატონი ზურაბ გელენიძე.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ მაღალი რანგის სპიკერები, მათ შორის, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ბატონი ლაშა ხუციშვილი, რომელმაც ისაუბრა საქართველოს ფისკალურ პოლიტიკაზე, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და საბჭოს თავმჯდომარე, ქ-ნი ნათია თურნავა, რომელმაც მიმოიხილა საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და საზედამხედველო სიახლეები.

ჩატარდა თემატური სესიები და პანელური დისკუსიები, სადაც საერთაშორისო და ადგილობრივმა სპიკერებმა განიხილეს ფინანსური სექტორისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის:

  • ციფრული გადახდების ინფრასტრუქტურა და ინოვაციები
  • საბანკო სექტორის ტრანსფორმაცია და რისკების მართვა
  • ბანკების ლიდერების პრიორიტეტები თანამედროვე ეკონომიკურ გარემოში

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაცია წარმოადგენს რეგიონის ფინანსური ინსტიტუტების ასოციაციას, რომელიც 30 ფინანსურ ინსტიტუტს აერთიანებს და მიზნად ისახავს რეგიონული ფინანსური სექტორის განვითარების ხელშეწყობას.

სს ბანკი ქართუ ასოციაციას 2024 წელს შეუერთდა, არის ასოციაციის მმართველი საბჭროს წევრი და აქტიურად მონაწილეობს ორგანიზაციის საქმიანობაში.

ბანკი ქართუ არის პირველი ფინანსური ინსტუტუტი, რომელმაც, საბანკო ასოციაციასთან პარტნიორობით, უმასპინძლა საერთაშორისო საბანკო კონფერენციას.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ცენტარლური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციის საერთაშორისო საბანკო კონფერენცია პირველად ჩატარდა ცენტრალური ევროპის ფარგლებს გარეთ, რაც მიუთითებს საქართველოსა და რეგიონის მიმართ მზარდ ინტერესზე და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ქვეყნის მნიშვნელოვან როლს რეგიონულ ფინანსურ სივრცეში.

(R)

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში