ფრაქცია „საქართველოსთვის“ მსუბუქი ავტომობილების განბაჟების საკითხზე პარლამენტს ალტერნატიულ საკანონმდებლო წინადადებას სთავაზობს

ფრაქცია „საქართველოსთვის“ მსუბუქი ავტომობილების განბაჟების საკითხზე პარლამენტს ალტერნატიულ საკანონმდებლო წინადადებას სთავაზობს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატების კანონის პროექტის მეორე მოსმენით განხილვის დროს, ასევე განხილვის საგანი იქნება ფრაქცია „საქართველოსთვის“ ალტერნატიული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს 0-დან 10 წლამდე ასაკის მსუბუქი ავტომობილების იმპორტისთვის მოქმედი სააქციზო განაკვეთის უცვლელად შენარჩუნებას, ხოლო 4.5 ლარიანი ტარიფის გავრცელებას მხოლოდ 10 წელზე უფროსი ასაკის სატრანსპორტო საშუალებებზე.

ალტერნატიული წინადადების ავტორთა განმარტებით, მათი ალტერნატიული ინიციატივა წარმოადგენს სოციალურად სამართლიან და ეკონომიკურად დასაბუთებულ მოდელს, რომელიც თანაზომიერების პრინციპს ეფუძნება და მიზნად ისახავს თავიდან აიცილოს მოსახლეობის დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ფენების დისკრიმინაცია.

„ჩვენს მიერ შემოთავაზებული ალტერნატივა იცავს თვითდასაქმებულთა სექტორს, მცირე მეწარმეებსა და იმ მოქალაქეებს, რომელთათვისაც ავტომობილი გადაადგილების ერთადერთი საშუალებაა, რადგან 7 - 10 წლის ასაკობრივი კატეგორია წარმოადგენს ბაზრის ყველაზე მოთხოვნად და ხელმისაწვდომ სეგმენტს. 10 - წლიანი ზღვარის დაწესება სახელმწიფოს აძლევს საშუალებას, შექმნას რეალური ფინანსური ბარიერი მართლაც მოძველებული და ამორტიზებული ავტოპარკის წინააღმდეგ, ისე, რომ არ შელახოს მოქალაქეთა მობილობის უფლება და არ გამოიწვიოს ბაზარზე ფასების კატასტროფული მატება. ამასთან, აღნიშნული მიდგომა პასუხობს საგზაო უსაფრთხოების ინტერესებს, რადგან მოქალაქეებს უნარჩუნებს ფინანსურ შესაძლებლობას, პრიორიტეტი მიანიჭონ ტექნიკურად გამართულ, უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით აღჭურვილ 7 - 10 წლის ავტომობილებს და არ აიძულებს მათ არჩევანი გააკეთონ დაზიანებულ, მაგრამ ფორმალურად უფრო „ახალგაზრდა“ ტრანსპორტზე. შესაბამისად, წარმოდგენილი რედაქცია არის ოქროს შუალედი სახელმწიფო ინტერესსა და სოციალურ სტაბილურობას შორის, რაც უზრუნველყოფს საკანონმდებლო ცვლილების მაღალ ლეგიტიმაციასა და აღსრულებადობას”, - აცხადებენ ინიციატორები.

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს “ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდის ითვალისწინებს. ცვლილებები ”საგადასახადო კოდექსში“ ხორციელდება.

საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებების მთავარი სიახლე არის ის, რომ აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის ძრავის მოცულობის 1 სმ3-ზე 1.5 ლარის ოდენობით განისაზღვრება, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის აქციზის განაკვეთი 1 სმ3-ზე 4.5 ლარის ოდენობით განისაზღვრება.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს