გიგი წერეთელი - თუ ვინმე რამდენჯერმე ხელს ჩამოართმევს „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელს, ეს არ არის ურთიერთობების აღდგენა - რაც მეტად იქნება ამერიკა ჩართული საქართველოს საკითხებში, ნაკლებ მავნებლობას ჩაიდენს „ოცნება“

ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია და ახლა რამდენჯერმე თუ ვინმე ხელს ჩამოართმევს „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელს, ეს არ არის ურთიერთობების აღდგენა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი წერეთელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შორის შემდგარი სატელეფონო კომუნიკაციის შეფასებისას განაცხადა.

წერეთლის თქმით, საქართველოს დემოკრატიის, თავისუფალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების არსებობის პირობებში არც აშშ-სთან და არც სხვა რომელიმე დემოკრატიულ სახელმწიფოსთან სტრატეგიული პარტნიორობა არ გამოვა.

„ის, რომ ხდება გარკვეული შეხვედრები ან სატელეფონო ზარები, ეს არ ნიშნავს სრულმასშტაბიან თანამშრომლობას და პარტნიორობას დასავლეთთან. ჩვენ ვიცით და ვხედავთ, რომ ევროკავშირთან ინტეგრაცია არის შეჩერებული, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია და ახლა რამდენჯერმე თუ ვინმე ხელს ჩამოართმევს რომელიმე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს, ეს არ არის ურთიერთობების აღდგენა. რაც შეეხება კონკრეტულად ამ საუბარს, რომელიც შედგა, მე ასე ვფიქრობ, ყოველგვარი სპეკულაციების გარეშე, ჯერ ერთი ადეკვატურია, რომ ასეთ ვითარებაში, რაც რეგიონში ხდება - ირანში და უკრაინაში ომია, დაინტერესება მაღალია აშშ-ის მხრიდან და ეს კომუნიკაცია არსებობს ამ კონკრეტულ მომენტში. მე ვფიქრობ, რომ ეს სწორედ ამას შეეხებოდა. ერთი რამ ყველამ კარგად უნდა დაიმახსოვროს, რომ არავითარი სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანასთან ვერ მოხდება იმ მასშტაბით, რაც ქვეყანას სჭირდება თუ დემოკრატია არ იქნება, არ იქნება თავისუფალი არჩევნები და პოლიტპატიმრების პირობებში ეს არ მოხდება. არის რეგიონული საკითხები - რაც მეტად იქნება ამერიკა ჩართული საქართველოს საკითხებში, რაც მეტად მოაქცევს თავისი ყურადღების ქვეშ, ნაკლებ მავნებლობას ჩაიდენს ხელისუფლება დღეს,“ - განაცხადა წერეთელმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ესაუბრა, - ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს.

„სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში