დეპუტატებმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებმა, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კათოლიკოს - პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარული სესიის დაწყებისას აღნიშნა, პატრიარქის სახელი განუყოფლად არის დაკავშირებული თანამედროვე საქართველოს სულიერ და სახელმწიფოებრივ აღორძინებასთან.

„ჩვენ წინა სასესიო კვირას პლენარული სხდომები შევწყვიტეთ კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო, რაც იყო დიდი მწუხარება ჩვენი ერის, ჩვენი სახელმწიფოსთვის და ბევრისთვის, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ მივიღეთ ბევრი სამძიმრის წერილი, სხვადასხვა ქვეყნიდან, ჩვენი მეგობრებიდან, დიასპორიდან. ყველა, ვისაც საქართველოსთან ჰქონდა კავშირი ბოლო 50 წლის განმავლობაში, იყო თანაზიარი ამ მწუხარებისა. რა თქმა უნდა, დღესაც პატივს მივაგებთ ადამიანს, რომლის სახელიც განუყოფლად არის დაკავშირებული თანამედროვე საქართველოს სულიერ და სახელმწიფოებრივ აღორძინებასთან. მისი მოღვაწეობა ცდება ეკლესიის ფარგლებს და წარმოადგენს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების ერთ-ერთ მთავარ განმაპირობებელს.

სწორედ მის ღვაწლს და შრომას უკავშირდება სამი გარდამტეხი მოვლენა: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის საბოლოო, საყოველთაო და რაც მთავარია, ღირსეული აღიარება, რომელიც იქცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მახარობლად;

სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების, კონკორდატის ხელმოწერა, რამაც ქართულ სახელმწიფოს და ქართულ ეკლესიას შორის ურთიერთობას კონსტიტუციური რანგი მიანიჭა;

ხუთჯვრიანი დროშის სახელმწიფო სიმბოლოდ აღდგენა, რაც ჩვენი ისტორიული იდენტობისა და სულიერი ერთობის გამოხატულება იყო. სწორედ აქ, 1999 წლის 27 აპრილს, ამ დარბაზში, ამ ტრიბუნიდან კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიმართა პარლამენტს და ხმამაღლა მოუწოდა, რომ აღდგენილიყო ისტორიული დროშა, რაც საბოლოოდ განხორციელდა კიდეც.

ეს სამი აქტი: რწმენის, სახელმწიფოს და ეროვნული სიმბოლოს გამთლიანება არის სწორედ პატრიარქის ეპოქის მთავარი მემკვიდრეობა და ამიტომ მისი ღვაწლი იქნება არამხოლოდ წარსულის ნაწილი, არამედ იქნება თანმდევი ჩვენი სახელმწიფოსი, ჩვენი ეკლესიის და ჩვენი საზოგადოებრივი ცნობიერების.

გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ხსოვნას. საუკუნოდ იყოს მისი ხსენება“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში