ლევან შატბერაშვილი - მარკო რუბიო და ტრამპის ადმინისტრაცია აბსოლუტურად ყველას ელაპარაკება, მაგრამ ამ საუბარმა სრულებითაც არ გამოაჩინა ის, რომ მართლა რაიმე გადაიტვირთა

მარკო რუბიო და ტრამპის ადმინისტრაცია აბსოლუტურად ყველას ელაპარაკება, მაგრამ ამ საუბარმა სრულებითაც არ გამოაჩინა ის, რომ მართლა რაიმე გადაიტვირთა, - ასე შეაფასა პარტია „თავისუფლების მოედნის“ წევრმა, ლევან შატბერაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან, მარკო რუბიოს შორის გამართული სატელეფონო საუბარი.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართულ ოცნებას“ საზეიმო არაფერი აქვს.

„ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ სატელეფონო საუბარი, თავად თუ დააკვირდებით ბატონი კობახიძის მიერ გაკეთებულ კომენტარს, ის ძალიან თავშეკავებული იყო. „ქართულ ოცნებას“ ამასთან დაკავშირებით არავითარი საზეიმო არ აქვს. მარკო რუბიო და ტრამპის ადმინისტრაცია აბსოლუტურად ყველას ელაპარაკება, მაგრამ ამ საუბარმა სრულებითაც არ გამოაჩინა ის, რომ მართლა რაიმე გადაიტვირთა. მხოლოდ და მხოლოდ სატელეფონო საუბარი იყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იმას მიანიშნებს, რომ აშშ-სა და ევროკავშირს საქართველოში ინტერესები აქვს და ქართულ საზოგადოებას არ მიატოვებენ“, - განაცხადა ლევან შატბერაშვილმა.

ამასთან, მან „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ „ეროვნული მობილიზაციის“ ორთვიან კამპანიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 26 მაისს დაგეგმილი აქცია ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

„ძალიან დიდი ხანია საპროტესტო მოძრაობა დაიწყო. ხელისუფლებას დიდი ხანია იმედი აქვს, რომ ეს ნაპერწკალი ჩაქრება, რომ აღარ იქნება საერთოდ არანაირი ინიციატივები. 26 მაისი იქნება ამის ძალიან ნათელი დადასტურება, რომ ქართულ საზოგადოებას სრულებითაც არ უნდა იმ პოლიტიკურ სიტუაციასთან შეგუება, რომელშიც არის. ჩვენ ყველას გვაქვს გადაწყვეტილი, რომ საქართველო კვლავ დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას“, - განაცხადა ლევან შატბერაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო