ირაკლი კირცხალია - მივმართავ რადიკალურ ძალებს: თქვენ საქართველოში უცხო ქვეყნის დავალებებს ასრულებთ, ამიტომაც ხართ უმორალო და უსამშობლო აგენტები!

მივმართავ რადიკალურ ძალებს: თქვენ საქართველოში უცხო ქვეყნის დავალებებს ასრულებთ, ამიტომაც ხართ უმორალო და უსამშობლო აგენტები! თქვენგან განსხვავებით ქართველი ხალხის მანდატით აღჭურვილი „ქართული ოცნება“ ჩვენი მოსახლეობის დაკვეთას ასრულებს, სახელმწიფოს ინტერესსა და სუვერენიტეტს პირნათლად იცავს. შესაბამისად, ამიტომაც ვართ და ამიტომაც ვიქნებით ხელისუფლებაში, განსხვავებით თქვენგან, უცხო ქვეყნის აგენტებისგან, ვისი ადგილიც ქართულ პოლიტიკაში კი არა, პოლიტიკურ სანაგვეზეა, - ეს განცხადება ოპოზიციური ალიანსის მისამართით უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გააკეთა.

ცხრა ოპოზიციური პარტიის ალიანსზე განცხადება კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა. კირცხალიას შეფასებით, მათი ამოსავალი წერტილი არა საქართველოს მოსახლეობის, არამედ უცხოელი პატრონების ბრძანებების შესრულებაა.

„დღეს 31 მარტია. 35 წლის წინ სრულიად საქართველომ ხმა მისცა ჩვენი ქვეყნის სუვერენულ მომავალს. სწორედ ამ დღეს მინდა გამოვეხმაურო საქართველოს სუვერენიტეტის გაცხადებული მტრების „ნაცაგენტურის“ მორიგ გაერთიანებას და მათი მხრიდან ახალი უცხოელი პატრონების ძებნის მცდელობას.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ერთი მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მთავარმა შემოქმედმა და მეორეს მხრივ, ნიკა გვარამიამ - მისმა გენერალურმა პროკურორმა დაადასტურეს, რომ გარე პატრონებისგან გაერთიანების დავალება მიიღეს. მართალია, ამ ძალებს ისინი პარტნიორებად მოიხსენიებენ, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ისინი არა მათი პარტნიორები, არამედ პატრონები არიან. პატრონები საქართველოს და ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ გასცემენ დავალებებს, რასაც მათი მორჩილი ადგილობრივიო რადიკალები უსიტყვოდ ასრულებენ.

როგორც ჩანს, კვლავ „ნაციონალურ მოძრაობად“ გაფორმებული აგენტები მიიჩნევენ, რომ საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ მიღებული გარე დავალებები და მათი მხრიდან გადადგმული ნაბიჯები საკმარისად რადიკალური არ არის, რაც მათი წარუმატებლობის მთავარი მიზეზია. შესაბამისად, გადაწყვიტეს, რომ უპირობო მორჩილების შეთავაზების სანაცვლოდ, ახალი - მათ წარმოდგენაში უფრო გავლენიანი გარე პატრონები მოძებნონ. ამ პროცესს კი, როგორც თავად დაგვიანონსეს აშშ-დან იწყებენ.

მივმართავ ამ რადიკალურ ძალებს: - რაზეც არ უნდა ისაუბროთ, ვისგანაც არ უნდა მიიღოთ დავალებები, გაერთიანების მერამდენე წრეზეც არ უნდა წახვიდეთ, როგორც არ უნდა შეფუთოთ და რა პიარტექნოლოგიაც არ უნდა გამოიყენოთ თქვენი უდღეური, უსუსური ვითომ და, პოლიტიკური ალიანსის ბრენდირებისთვის, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ თქვენ ახალი გაერთიანება კი არა, ისევ ის ძველი „ნაციონალური მოძრაობა“ ხართ და სისხლიან რეჟიმს წარმოადგენთ, რომელმაც ჩვენს ხალხსა და სამშობლოს არაერთი უბედურება დაატეხა თავს. თქვენთვის არ არსებობს ეროვნული ინტერესი, თქვენ არც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ემსახურებოდით საქართველოს და მით უფრო არც ახლა. მაშინაც და დღესაც თქვენთვის ამოსავალი წერტილი არა საქართველოს მოსახლეობის, არამედ თქვენი უცხოელი პატრონების ბრძანებების შესრულებაა.

ამიტომაცაა, რომ ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია არაფრად გიღირთ, რომელიც ბუნებრივია, რომ არც გქონდათ, არც გაქვთ და აღარც არასდროს გექნებათ. ამიტომაცაა, რომ შველას უცხოელი პატრონებისგან ელით, მით უფრო იმ ფონზე, რომ პოლიტიკური ყოფნა-არყოფნის ზღვარზე ხართ

ამიტომაც არის, რომ საქართველოს წინააღმდეგ დასახული ყოველი ჩავარდნილი გეგმის შემდეგ, ახალ-ახალ უცხოელ პატრონებს ეძებთ, თუმცა ვერ იაზრებთ, რომ ამ ქვეყანაში გადამწყვეტი სიტყვა ქართველ ხალხს ეკუთვნის“, - განაცხადა კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს