ევროკავშირის დელეგაცია ბუჩაში ჩავიდა

ევროკავშირის დელეგაცია, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის, კაია კალასის ხელმძღვანელობით, ბუჩაში ჩავიდა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, ევროპელმა მინისტრებმა პატივი მიაგეს ოთხი წლის წინ რუსეთია აგრესიის მსხვერპლთა ხსოვნას.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში არაფორმალურ შეხვედრას გამართავენ.

„კაია კალასსთან, ანდრიუს კუბილიუსთან და ჩემს ევროკავშირელ კოლეგებთან ერთად, ბუჩას ვეწვიეთ და პატივი მივაგეთ რუსი დამპყრობლების მიერ სასტიკად მოკლულთა ხსოვნას. აქ დგომისას, ყველა უჯრედით ვგრძნობდით, რომ მთელი ევროპის მომავალი და უსაფრთხოება სწორედ აქ, უკრაინის მიწაზე წყდება. ბუჩა რუსული სისასტიკის სიმბოლოა, მაგრამ ის ასევე უკრაინის მდგრადობის დასტურია. სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი მიწების განთავისუფლება ოთხი წლის წინ. ჩვენი დაღუპულებისა და გადარჩენილებისთვის პასუხისმგებლობა არჩევითი არ არის - ეს მდგრადი, ღირსეული და სამართლიანი მშვიდობის საფუძველია“, - წერს სიბიგა.

მისი თქმით, უკრაინა მუშაობს სპეციალურ ტრიბუნალთან, ზიანის რეესტრთან და სარჩელების კომისიასთან ერთად, რათა უზრუნველყოს, რომ არცერთი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩეს.

„ევროკავშირის დღევანდელი სპეციალური მინისტერიალის დროს ყურადღებას გავამახვილებთ ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე, ენერგოუსაფრთხოებასა და უკრაინის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. მადლობელი ვარ კაია კალასის იმისთვის, რომ უკრაინა უკვე დე ფაქტო მონაწილეობს ამ მაღალი დონის დისკუსიებში. უკრაინაში ფრონტის ამჟამინდელი ხაზი საერთაშორისო სამართლისა და ჩვენი საერთო ღირებულებების ფრონტის ხაზია. უკრაინა ევროპაა და ჩვენი ადგილი ევროკავშირშია“, - წერს სიბიგა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს