„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, „განჯინა“ სააღდგომო ფესტივალს გამართავს

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, 4 აპრილს, „განჯინას“ ეზოში სააღდგომო ფესტივალი გაიმართება, რომელიც ადგილობრივ მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლებს ერთ სივრცეში გააერთიანებს.

ღონისძიება მიზნად ისახავს ქართული ბრენდების მხარდაჭერას, მათი პროდუქციის პოპულარიზაციასა და მომხმარებლებთან უშუალო კავშირის გაძლიერებას.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 12 ქართული ბრენდი:

  • Ganjina Dessert Shop
  • Marleta Cheese
  • Graminea Bakery
  • Tapa Bakery – Georgian Pastry
  • Giuaan Winery
  • Majesta Sparkling Wine
  • Wine of Freedom – Pet-Nat
  • In Bloom Ceramic Studio
  • Butko Plants
  • Gnom Beeswax
  • Iknit
  • AAA Sportline

თითოეული მათგანი სტუმრებს საკუთარ გამორჩეულ პროდუქტს წარუდგენს - მათ შორის საკვებს, სასმელს, კერამიკულ ნაწარმს, ნაქსოვ ტანსაცმელს და სხვა.

ფესტივალი ირაკლი აბაშიძის 20-ში, 13:00-დან 21:00 საათამდე გაიმართება.

ფესტივალის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

(R)

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო