სალომე სამადაშვილი - არანაირი ზურგი, არანაირი მოკავშირე, არანაირი იდეოლოგია, არც საგარეო პოლიტიკა საქართველოს არ გააჩნია

ირანის ელჩის მუქარის გზავნილს ისევ ანტიდასავლური პროპაგანდისთვის, ომით დაშინების კამპანიისთვის თუ გამოიყენებენ. "სუვერენიტეტზე” ამაყად მოსაუბრე რეჟიმი ცხადია, ვერანაირ პასუხს, რომელსაც ასეთ ვითარებაში მიიღებდა აღნიშნული ქვეყანა, მას ვერ გასცემს , - ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება საქართველოში ირანის ელჩის, სეიედ ალი მოჯანის განცხადებას.

სამადაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს არ აქვს „პოლიტიკური ალღო“, რის შედეგია ის, რომ არანაირი ზურგი, მოკავშირე, იდეოლოგია, არც საგარეო პოლიტიკა ქვეყანას არ გააჩნია.

„არანაირი გეოპოლიტიკური ალღო არა აქვს ივანიშვილს. სინამდვილეში რას აკეთებს, თავად არ იცის, ესაა მწარე სიმართლე.

ევროპა, რომელიც ერთადერთი სივრცეა ჩვენი უსაფრთხოების დასაცავად, გადაიმტერა. ოღონდ იქიდან რომ თითი დაუქნიეს ყულევის პორტზე, შეეშინდა, მიხვდა მძიმე ამბავი ემუქრებოდა, მწყობრში ჩადგა.

ირანის დროშა აფრიალეს, ისრაელის ელჩმა გალანძღა.

ამერიკელები ანაკლიიდან გააგდო, სტრატეგიული ურთიერთობა გააუქმა. ახლა რუბიოს ერთი ზარი შემოვიდა, გადაირია, "დიდი პიროვნება" დაგვიკავშირდაო...

რუსეთი ღიად აცხადებს, რომ საქართველოს პატრიარქი ვინ იქნება, მათი გადასაწყვეტია.

ჰოდა რა უნდა ამ კაცს, სადაა ეს ქვეყანა დღეს? რა სუვერენიტეტი? სადაა? მოყვარესთან და მტერთან-აქტუალურთანაც და პოტენციურთანაც-გაუგებარი ურთიერთობა...არანაირი ზურგი, არანაირი მოკავშირე, არანაირი იდეოლოგია, არც საგარეო პოლიტიკა ქვეყანას არ გააჩნია.

ქაოსი-ღირებულებებში, ცნებებში, სტრატეგიულ ორიენტაციაში...შედეგად, სრულიად დაუცველი, გაპარტახებული ქვეყანა”, - წერს სამადაშვილი.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი