პარლამენტმა დაამტკიცა საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები, რომლის თანახმად, საერთაშორისო დამკვირვებელი მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიძლება იყოს

პარლამენტმა მესამე მოსმენით “საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები დაამტკიცა, რომლის შედეგად, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაში საერთაშორისო დამკვირვებლად საქართველოს მოქალაქე ვეღარ დარეგისტრირდება.

საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით, საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება იყოს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე - 18 წლის ასაკიდან. “საარჩევნო კოდექსში“ ასევე განისაზღვრება საერთაშორისო დამკვირვებლების თანმხლები თარჯიმნის რეგისტრაციის პროცედურები.

აღნიშნულ საკითხზე მომხსენებელი “ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით მათიკაშვილი იყო. მათიკაშვილის თქმით, აღნიშნული ცვლილება შესაძლებელს გახდის, “მაქსიმალურად შემცირდეს შესაძლებლობა იმისა, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის პირადი მიკერძოების ჭრილში არაობიექტური და ორაზროვანი ინფორმაცია იყოს მიწოდებული“.

“იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ შესაძლებლობა იმისა, რომ პოლიტიკურმა მიკერძოებამ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისთვის არასახარბიელო, ორგვაროვანი, ორჭოფული მიდგომები შექმნას, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დაე, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში წარმომადგენლად ისეთი ადამიანი მოიხმოს, რომელიც გათავისუფლებული იქნება ქართული პოლიტიკური გემოვნების შიდა სიტუაციისგან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საარჩევნო პროცესების მათეული შეფასება დაცლილი იქნება პოლიტიკური მდგენელისგან, სხვადასხვა პარტიული ინტერესისგან და საბოლოო ჯამში, იქნება მაქსიმალურად ობიექტური და ნეიტრალური“, - ასეთი არგუმენტით ახსნა მათიკაშვილმა “საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება, რომლის მიხედვით, საერთაშორისო დამკვირვებელი მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე იქნება.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს