ალეკო ელისაშვილი - ჩემი სახელითა და გვარით ცდილობენ, დააზიანონ დანარჩენი პოლიტიკური და სინდისის პატიმრების გარდაუვალი გათავისუფლების პროცესი - არ მინდა რაღაც მოლოდინები შევქმნა, მაგრამ არც რუბიოს ზარი იყო შემთხვევითი - მოუწევთ ციხის კარის გახსნა

ჩემი სახელითა და გვარით ცდილობენ, გააფუჭონ და დააზიანონ დანარჩენი პოლიტიკური პატიმრებისა და სინდისის პატიმრების აუცილებელი და გარდაუვალი გათავისუფლების პროცესი. არ მინდა რაღაც მოლოდინები შევქმნა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ არც რუბიოს ზარი იყო შემთხვევითი - მალე მოუწევთ ციხის კარის გახსნა და ადამიანების გამოშვება, - ამის შესახებ კოალიცია “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, ელისაშვილი აღნიშნავს, რომ „არცერთ სიაში“ არ უნდა იყოს ნახსენები მისი სახელი და გვარი.

„მე არ მინდა რაღაც მოლოდინები შევქმნა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ არც რუბიოს ზარი იყო შემთხვევით და არც ბატონი პაპუაშვილის წკმუტუნი ჩემს გვართან დაკავშირებით იმიტომ, რომ მათ მალე მოუწევთ ციხის კარის გახსნა და ადამიანების გამოშვება. მე ვიგრძენი ეს ყველაფერი, ვიგრძენი პასუხისმგებლობა და ვამბობ - სულაც არ მიხარია ციხეში ყოფნა, ვის უნდა უხაროდეს, მაგრამ ჩემთვის საამაყოა, რომ საქართველოს სიყვარულისთვის ვზივარ ციხეში და იმისთვის, რომ თავი არ დავუხარე უსამართლობას. შესაბამისად, მე ვიწევი ამ ყველაფრისგან და ჩემი პრინციპული და კატეგორიული პოზიციაა, რომ არცერთ სიაში არ უნდა იყოს ნახსენები ჩემი სახელი და გვარი.

რა თქმა უნდა, ჩემს წინააღმდეგ ყველაფერი თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია. რისთვის ვზივარ ციხეში, ოქროს ზოდები მიპოვეს? გადახვეული დოლარები იპოვეს თუ “კარტიეს” საათები? ჯარი გავძარცვე? არა, მე საქართველო მიყვარს და რომ ვუყურებდი, ხალხს როგორ ჩაგრავდნენ, მათ შორის, ამ შენობაში, ამ დარბაზებში და გულმა რომ არ გამიძლო, ამიტომ ვზივარ, მაგრამ ჯანდაბას ჩემი თავი. წამოდით და ნახეთ ჩემს საკანში რეებია - მერაბ კოსტავას, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, გენერალ კვინიტაძისა და გიორგი ანწუხელიძის ფოტოები მიკიდია. ეგენი არიან, ვის გამოც ვცხოვრობ.

ვგრძნობ, რომ ძალიან მალე გაიღება ციხის კარი და გამოვლენ. ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება, როცა დავინახავ. ჩემს გვერდითაა ქალთა ციხე. აღფრთოვანებული ვარ, საქართველოს ისტორიას ძალიან მაგარ თავს წერენ მზია ამაღლობელი და დანარჩენი პატიმრები. ელენე ხოშტარიაც, მიუხედავად იმისა, არასდროს კარგი პოლიტიკური ურთიერთობა არ გვქონია, მაგრამ ძალიან მაგარი გოგო არის, ვაჟკაცი გოგოა. ის ზინოვკინაც ძალიან მაგარია, თამარ ლორთქიფანიძეც. მათ გამოშვებას ძალიან მალე ვნახავ, ძალიან მალე იქნება ეს პროცესი, მაგრამ მე ამ პროცესისგან ვიწევი.

პოლიტიკური ცვლილებების ქარმა დაუბერა და ყველაზე მაგარი ამბავი ეს არის. ყველას მადლობა, ვინც ამ ცვლილებებს ქმნის”, - განაცხადა ელისაშვილმა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს