არგენტინამ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

არგენტინის ხელისუფლებამ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ არგენტინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ეს ღონისძიება ფინანსური სანქციებისა და სხვა ოპერატიული შეზღუდვების განხორციელების საშუალებას იძლევა.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი, ისევე როგორც „ჰეზბოლა“, ტერორისტულ დაჯგუფებებად არის აღიარებული შეერთებული შტატების და რამდენიმე სხვა ქვეყანაში.

Reuters-მა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის საზღვარგარეთ მყოფ დიპლომატებს მოუწოდა, ზეწოლა მოახდინონ მოკავშირეებზე, რათა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი და ლიბანში დაფუძნებული „ჰეზბოლა“ ტერორისტულ დაჯგუფებებად გამოაცხადონ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს